in

რა სფეროებია აქტუალური სტარტაპ საქმიანობის დასაწყებად?

პანდემიის პერიოდმა მეწარმეებს ახალი მიმართულებით გაუხსნა თვალსაწიერი. ეს შესაძლებლობები, რომლებიც ამ პერიოდში გამოიკვეთა, ახალი სფეროს ბიზნესებს დაუდებს სათავეს. ამჯერად, სამ ინდუსტრიაზე გესაუბრებით, სადაც ახალ სტარტაპებს წარმატების დიდი შანსი აქვთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

უკონტაქტო ტექნოლოგიები

ერთ-ერთი მიმართულება, რის მიმართაც, პანდემიის პერიოდში საზოგადოების ყურადღება და მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზარდა, უკონტაქტო ტექნოლოგიაა. ეს პირდაპირაა დაკავშირებული ვირუსისგან თავდაცვასთან და ამიტომაც, ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონდეთ ფიზიკური შეხება იმ ნივთებთან, რასაც სხვებიც ეხებიან. ამან შთააგონა არაერთი კომპანია, საკუთარ მაღაზიათა ქსელებში უკონტაქტო გადახდის ან სმარტფონით ანგარიშსწორების საშუალებები დაენერგა. აქვე, ხაზგასმად ღირს, რომ წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა უნაღდო ანგარიშსწორებაზე მოთხოვნაც და შესაბამისი ტექნოლოგიაც აქტიურად ინერგება.

კომპანიები, ასევე, მუშაობენ თვითმომსახურების მექანიზმზეც, რაც ჭკვიანი ვენდინგ მანქანების ან ხმოვანი კიოსკების წარმოადგინეს. ამას გარდა, ინდუსტრია წავიდა უკონტაქტო შეკვეთამდე, რომლის საშუალებითაც, ყველაფერი – სალათით დაწყებული, კოსმეტიკით დასრულებული, შეუძლიათ შეუკვეთონ მინიმალური კონტაქტით. თუკი ამ ტექნოლოგიების გარშემო ბევრი კითხვა და ხმაური იყო, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ამ მიმართულების ტექნოლოგიის გავრცელება.

სატელეფონო ჯანდაცვა

ასევე, მნიშვნელოვნად იმატა ტელეფონის საშუალებით მიწოდებულ სამედიცინო სერვისზე მოთხოვნამ. მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში, უფრო გამოჩნდა, რამდენად უსაფრთხო და პრაქტიკული გამოსავალი შეიძლება იყოს ექიმთან ტელეფონით საუბარი. მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოსვლის შემდეგაც, საზოგადოება გააგრძელებს ტელეჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას.

თებერვლისა და აპრილის შუალედში, ექვსკვირიან პერიოდში, ამ სფეროში მომუშავე სტარტაპებმა $190 მლნ მიიზიდეს. ასეთი კომპანიების შემოსავალმა კი, დაახლოებით $3.2 მლრდ შეადგინა, რაც გვავარაუდებინებს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, ეს ინდუსტრია, საშუალოდ, 8.3%-ით გაიზრდება – ამ ინფორმაციას IBISWorld ავრცელებს. ინდუსტრია მოიცავს ვირტუალურ პირველად სამედიცინო დახმარებას, ფარმაციულ სერვისებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, სახლის ტესტირების ნაკრებებს და აპლიკაციებს, პაციენტების დისტანციური მონიტორინგისთვის. სანამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები ვალდებულები არიან მკაცრ რეგულაციებს დაემორჩილონ და პაციენტის კონფიდენციალობა უზრუნველყონ, ეს გამოცდილება ეტაპობრივად სტანდარტულ პრაქტიკად იქცევა.

საგანმანათლებლო ტექნოლოგია

პანდემიამ სკოლები ციფრულ განზომილებაში გადაიყვანა და ონლაინ სწავლება ყოველდღიური განათლების განუყოფელ ნაწილად იქცა. კომპანია Rootstrap-ის გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ იმატა ისეთ პლატფორმებზე მოთხოვნამ, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ გაკვეთილების დაგეგმვა, სტუდენტების აკადემიური მოსწრებისა და პროგრესის მონიტორინგი, ონლაინ ტუტორობა, თამაშების მიწოდება. ამავდროულად, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პარალელურად, იმატა ახალ ტექნოლოგიებზე ადაპტირების საჭიროებამ – პირადი მონაცემების დაცვამ, ტექნოლოგიებისა და ღირებულების ხელმისაწვდომობამ. არც ისე მარტივი გამოწვევა იყო იმ სტუდენტების ჩართულობა, რომლებსაც არ აქვთ პირადი ციფრული გაჯეტები და სტაბილური ინტერნეტი. ამდენად, ამ სფეროს სახით გაჩნდა ახალი ნიშა სტარტაპებისთვის, რომ შექმნან საგანმანათლებლო პროექტები.

 

წყარო: inc



თიბისი ბიზნესისთვის, არსებული გამოწევების ფონზე, სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს

როგორია ციდან დანახული სამყარო? – Drone Awards 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ