in

ასტრონომებმა პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

აქ თხევადი სახით წყლის არსებობა შეუძლებელი არ არის

ახალი კვლევის თანახმად, დედამიწასთან ახლომდებარე ვარსკვლავის გარშემო, სასიცოცხლოდ ვარგის ზონაში პლანეტა აღმოაჩინეს. ევროპის სამხრეთ ობსერვატორიაში (ESO) მომუშავე ასტრონომებმა პლანეტას ალფას ვარსკვლავურ სისტემაზე დაკვირვებისას მიაკვლიეს, რომელშიც ალფა კენტავრი A, ალფა კენტავრი B და პროქსიმა კენტავრი ერთიანდება.  ახლად აღმოჩენილი პლანეტა კი პირველი მათგანის მიმდებარედ იმყოფება.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ტელესკოპი VLT (ძალიან დიდი ტელესკოპი) გამოიყენეს. მასზე დამონტაჟებული იყო სპეციალური ხელსაწყო – კორონოგრაფი და სწორედ მისი დახმარებით დაფიქსირდა ციური სხეულიდან მომავალი თერმული კვალი, რომელიც დაახლოებით, ნეპტუნის ზომის პლანეტის შესაბამისია. კვლევის ავტორთა თქმით, ახლად აღმოჩენილი ობიექტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა ეგზოპლანეტად მივიჩნიოთ. თუმცა მიუხედავად ამისა, აუცილებელია ახალი დაკვირვებები და სიგნალის დეტალური შესწავლა, რადგან თერმული კვალი შესაძლოა, რაიმე კონკრეტული ცდომილებით იყოს გამოწვეული.

დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ახლად აღმოჩენილი პლანეტა თავისი მნათობისგან ისეთ მანძილზეა დაშორებული, სადაც თხევადი სახით წყლის არსებობა შეუძლებელი არ არის. აქ არც მეტისმეტად მაღალი და არც ზედმეტად დაბალი ტემპერატურაა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ვარაუდით, თუ ერთი საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა ვიპოვეთ, კიდევ ბევრ მათგანს აღმოვაჩენთ. “იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მირაჟია, ახალი შესაძლებლობები, რომლებიც კვლევის შედეგად ვაჩვენეთ, ახლომდებარე საცხოვრებლად ვარგის ზონაში პლანეტების აღმოჩენის, ეგზოპლანეტის მეცნიერებისა და ასტრობიოლოგიის შემდგომი განვითარების შთაგონებაა” – ამბობენ მეცნიერები.

მოასწარი, თორემ დაგასწრებენ! – Giovanni Morra-ს #შეცდომები

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის შესაძლებელი