in

27 მაისს დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი ჩაუვლის

NASA-ს დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტების შესწავლის ცენტრის (CNEOS) თანახმად, უზარმაზარი, 1,8 კილომეტრის ზომის ასტეროიდი დედამიწას 27 მაისს ჩაუვლის. ობიექტი, სახელად 7335 (1989 JA), ჩვენგან 4 მილიონი კილომეტრის მანძილზე იქნება და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა მეცნიერები ჰიპოთეზურ საფრთხეზე საუბრობენ…

M2
M2

რა მოხდება, თუ ასტეროიდი მოულოდნელად ტრაექტორიას შეიცვლის და გეზს ჩვენკენ აიღებს? მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, მას ჩვენთვის უზარმაზარი ზიანის მოტანა შეუძლია — სწორედ ამიტომ, 1989 JA „პოტენციურად საშიშ“ ობიექტად კლასიფიცირდება.

NASA-ს ცნობით, 7335 (1989 JA) ყველაზე დიდი ასტეროიდია, რომელიც წელს დედამიწას მოუახლოვდება. მეცნიერთა გამოთვლებით, იგი 76 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რაც ასეთი კოსმოსური სხეულისთვის საკმაოდ დიდი სიჩქარეა. ამჟამინდელი გამოთვლებით, აღნიშნული ობიექტი მომდევნო ჯერზე 2055 წლის 23 ივნისს უფრო შორ მანძილზე ჩაუვლის.

ამიერკავკასიაში პირველი Emporio Armani EA7 თბილისშია

უნდა აკეთო შენით! – თიბისის ვიდეორგოლი