ხელები, თვალების შემდეგ, ადამიანის სხეულის ყველაზე ექსპრესიული ნაწილია. ლიბანელმა ფოტოგრაფმა ომარ რედამ გადაწყვიტა ადამიანების ისტორია მათი ხელისგულებით „მოეყოლა”. შემოიარა ბევრი ტომი, სოფელი, ქალაქი და განსხვავებული წარსულისა და პროფესიის ადამიანები გადაიღო. ფოტოებში აქცენტი ხელის გულებსა და „სიცოცხლის ხაზებზე“ გააკეთა, რომლებიც მათი პატრონის განვლილ ცხოვრებაზე „ყვებიან“. „ხელები ასახავს ბრძოლას, ტვირთსა და ცხოვრების ქარტეხილებს, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ“, – ამბობს რედა.