5
Jun
2019

ქვევრის ფორმის 3D გრილი

5 Jun 2019

ქვევრის ფორმის 3D გრილის იდეა დავით მიზანდარს ეკუთნის. ამბობს, რომ მასზე  ხორცისა და ბოსტნეულის შეწვა  შეიძლება.  რკინის ცხაურის გარდა, ქვევერში, მწვადის შესაწვავად,  შამფურის „ჩასაკიდი“ ადგილიცაა.

„ ისეთივეა, როგორც თონე. მასალა არის კერამიკა, რომელიც კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას და პროდუქტის შესაწვავად ძალიან კარგია. აქვს ტემპერატურის საზომი და შესაძლებელია მისი კონტროლი, საჰაეროებით მართვა“, – ამბობს დავით მიზანდარი.

მისივე თქმით,  ქვევრის ფორმის გრილი 3D პრინტერით დაიბეჭდება და სხვადასხვა ზომის იქნება –  აივანზე დასადგამი ან უფრო დიდი მოცულობის, რესტორნისთვის.

„იდეა გუშინ გამიჩნდა. ვიზუალებიც თავად შევქმენი. პროექტზე, სავარაუდოდო,  qvevri.xyz-თან ერთად ვიმუშავებ. ასეთი ტიპის გრილები მსოფლიოში მრავალი არსებობს, თუმცა ეს ქართული იდენტობით პირველია, რომელიც კომერციულად გაიყიდება და შეიქმნება 3D პრინტერით, საქართველოს დროშაც ექნება მიმაგრებული“, – ამბობს დავით მიზანდარი.

 

განხილვა