in

Power BI – ანალიტიკური სისტემების ლიდერი პლატფორმა

თანამედროვე სამყაროში ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობა დრამატულად გაიზარდა, თუმცა მთავარი გამოწვევა მისი სწორად წაკითხვა და ანალიზია. Microsoft-მა ამ გამოწვევის საპასუხოდ, Business Inteligence-ის პლატფორმა Power BI შექმნა, რომელიც ანალიტიკური და მონაცემთა ვიზუალიზაციის სისტემების ლიდერია.

Microsoft Power BI-ს დანერგვას, საქართველოში მოღვაწე კომპანიებს, იუჯითი სთავაზობს. Power BI-ს გამოყენებით ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილებები მიიღონ არა ინტუიციაზე, არამედ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.

იუჯითი საშუალებას მოგცემთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს ბიზნესზე, ვიზუალური ანალიტიკის მეშვეობით გადმოსცეთ ბიზნესის მდგომარეობის ნათელი სურათი და ფოკუსირდეთ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან მონაცემებზე.

Power BI-ს ძლიერი მხარეები:

  • სწრაფი და მარტივი წვდომა ინფორმაციაზე
  • ბიზნესის 360° ხედვა რეალურ დროში და მონაცემების ავტომატური განახლება
  • გაზრდილი კოლაბორაცია ორგანიზაციის მასშტაბით
  • ინფორმაციის შეუზღუდავი წყაროები და მისი კონსოლიდაცია
  • რეპორტების ვიზუალიზაციის ფართო შესაძლებლობა (Dashboards)
  • რეპორტების მარტივად გაზიარება, აწყობა და შეცვლა პროგრამირების გარეშე
  • რეპორტების ნახვა ნებისმიერ მოწყობილობაზე, ნებისმიერ ადგილას და ჩაყოლა ტრანზაქციებამდე (Drill-down)

Power BI-ის ანალიტიკური პლატფორმა სისტემის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დამატებითი გადამზადების გარეშე, თავად დახვეწონ რეპორტები და მოარგონ იგი საკუთარ საჭიროებებს.

[R]

მე, შენ, მას, ჩვენ, თქვენ, მათ – ევექსი კლინიკებში ყველას განსაკუთრებული პირობები გვეკუთვნის!

როგორ ჩამოყალიბდა Avon-ის გაყიდვების სისტემა?