DARPA აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის უსადენო ენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურა შექმნას გეგმავს. კონკრეტულად კი, ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებენ, რათა პლანეტის გარშემო ელექტროენერგიის გადაცემა შეძლონ. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება POWER (Persistent Optical Wireless Energy Relay) აშშ-ის სამხედრო ძალებს თხევად საწვავზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის — იქნება ეს დიზელი თუ ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც მარტივად შეიძლება დაზიანდეს მტრების მიერ.
ასე ნიკოლა ტესლას ოცნებაც ახდება…
„უპირველესად, გარემო შეიცვალა, სამხედრო ოპერაციებისთვის ენერგორესურსების ტრანსპორტირების უფრო მოსახერხებელი მეთოდები დღეს პრიორიტეტულია… POWER ოპტიკური ენერგიის გადაცემის პროგრამაა და მისთვის გავრცელების ტალღა ლაზერია, რომელიც შორ მანძილზე მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ლაზერული ენერგიის გადატანა გარდაქმნის გარეშე ხდება, რის შემდეგაც მონოქრომული ფოტოვოლტის დახმარებით სწორედ საბოლოო მომხმარებელი გარდაქმნის ლაზერულ ენერგიას ელექტროენერგიად“, — აცხადებს პოლ კოლჰოუნი, პროგრამის მენეჯერი.
დღეს კი, რადგანაც არ არსებობს მარტივი გზა საწვავი მარაგების შევსებისთვის, ამერიკული ძალები უმეტესად რადარებს, ანტი-დრონის მიკროტალღურ იარაღებს, ლაზერებსა და სხვა ენერგო-ინტენსიურ აღჭურვილობებს იყენებენ. ასე კი ყოველ მომდევნო წელს სიტუაცია სულ უფრო მძიმდება.
ამიტომ, ფაზლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილად საიმედო რელეების არსებობაც მიაჩნიათ. „DARPA ხედავს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ენერგიის განაწილება ეფექტური რელეების განვითარებით მოახერხოს, რაც არსებულ ტექნოლოგიებს გაერთიანების საშუალებას მისცემს, რათა ჩამოაყალიბონ მეტად გამძლე უკაბელო ენერგიის ქსელი“.
მას შემდეგ, რაც DARPA-მ ეს პროექტი თეორიულად დაამტკიცა, ის POWER-ს სხვა სამთავრობო ორგანიზაციებს გადასცემს, რათა რეალურად განახორციელონ. მეტიც, კონკრეტული პროექტის გამოყენება კომერციულ სფეროშიც შეიძლება, მაგალითად ენერგიის მისაწოდებლად შორეული თემებისთვის, კვლევითი დაწესებულებებისთვის თუ სხვა მსგავსი ადგილებისთვის. ამასთან, ენერგია განახლებადი წყაროებიდანაც შეიძლება მოდიოდეს, რაც მას ეკომეგობრულ და ფართოდ ხელმისაწვდომსაც ხდის.