in

სპორტსმენები გადაწვისა და სტრესის წინააღმდეგ

BOG
BOG

ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიმონე ბაილსმა 2020 წელს გადაწყვიტა კარიერის დასრულება, მიზეზად კი სტრესი და გადაწვა დაასახელა. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ გლობალურად — აქტიურად დაიწყეს საუბარი სპორტსმენების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ. ახლა კი ცნობილი ტანმოვარჯიშე კვლავ დაუბრუნდა სპორტს, რომლის მიზანიც Paris 2024-ზე ასპარეზობაა.

ახალ ვიდეორგოლში, სახელწოდებით The Vault სიმონე სპორტსმენის ზეწოლასა და მოლოდინებს უპირისპირდება. მედიის კომენტარების ფონზე, ის ხმაურს აქრობს და მხოლოდ შინაგან რუტინაზე ფოკუსირდება. ოლიმპიური თამაშებისა და სხვა დიდი სპორტული ღონისძიებების ტიპური რეკლამებისგან განსხვავებით, Powerade-ის ვიდეორგოლი მშვიდი და ნელი ტემპით გამოირჩევა…

„თავს დამსხვრეულად ვგრძნობდი… ამიტომ გადავწყვიტე შესვენების აღება — მხოლოდ გამარჯვებები მახარებდა, ახლა კი ადამიანად ყოფნა მიხარია. პაუზა ძალაა“, — აღნიშნავს სიმონე ბაილსი.

როგორ სძინავთ ამ საშინელ ადამიანებს ღამით?

„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს