Beats by Dre-მ უკაბელო ყურსასმენების პოპულარიზაციისთვის კამპანია წამოიწყო. მოდელი, სახელწოდებით Powerbeats Pro ათლეტებისთვის არის შექმნილი. რეკლამაში გადასაღებად მიიწვიეს კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გიმნასტიკაში – სიმონა ბაილზი, ოლიმპიური ჩემპიონი ბოქსში – ენტონი ჯოშუა და კიდევ 13 პროფესიონალი სპორტსმენი. რეკლამის კონცეფცია საკმაოდ მარტივია. ერთი წუთის განმავლობაში, კამერის ცენტრში უკაბელო ყურსასმენებია. იმის გათვალისწინებით, რომ სპორტსმენებს საკმაოდ აქტიური მანევრირება უწევთ, ყურადღება პროდუქტის მდგრადობაზეა გამახვილებული. ვიდეორგოლზე This is America-ს რეჟისორმა, ჰირო მურაიმ, იმუშავა. ფონურ მუსიკად კი, შვიდი გრემის მფლობელის, Beck-ის მიერ შექმნილი ნაწარმოები Saw Lightning გამოიყენეს.
სერენა უილიამსი და ლებრონ ჯეიმსი Beats-ის რეკლამაში
