in

„თუ ამის წაკითხვა შეგიძლია, ესე იგი, ძალიან ახლოს ხარ“ — Powerbeats Pro-ს დიზაინი

მართალია, დღეს უკაბელო ყურსასმენების უამრავი ვარიანტი გვაქვს, რომელიც მინიმალიზმსა და სიმარტივეს ირჩევს, მაგრამ არსებობენ ისეთი ბრენდებიც, რომლებსაც ამ ფუნქციურ მოწყობილობებზე კიდევ უფრო მეტი ესთეტიკის დამატებას სურთ. Beats კი ერთ-ერთი მათგანია. 

ამჯერად შეზღუდული გამოშვების Powerbeats Pro-ს გვთავაზობენ, რომელიც Beats-მა მოდის დიზაინერ მელოდი ესანთან ერთად შექმნა. თქვენ, ალბათ, უკვე მოიხიბლეთ ყურსასმენების დიზაინით და ამისთვის დამატებითი ინფორმაცია დიზაინერის შესახებ აღარ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მელოდი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Nike და Rebook და ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიცაა სერენა უილიამსი და Red Hot Chili Peppers.

როგორც ხედავთ, ერთი ყურსასმენი ლურჯი და ლაიმისფერი მწვანეა, მეორე კი სტაფილოსფერი და ღია ვარდისფერი. უნდა ვაღიაროთ, რომ ყურსასმენს მიმზიდველი გრაფიკული დიზაინიც აქვს, რომელზეც ვკითხულობთ: „თუ ამის წაკითხვა შეგიძლია, ესე იგი, ძალიან ახლოს ხარ“. ხელნაწერი კი დიზაინერს ეკუთვნის. 


საინტერესოა ყურსასმენის ჩასადებიც, რომელიც იასამნისფრით არის წარმოდგენილი. ვიზუალს თითქოს სხვა განზომილებაში გადაჰყავხართ… მას რამდენიმე სახალისო სტიკერიც მოჰყვება, ყურსასმენების შეძენას კი ეჰსანის ვებგვერდზე შეძლებთ.

პროკრედიტ ბანკის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის Google Pay უკვე ხელმისაწვდომია

Google Pay ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია