2012 წლიდან, ავტოსპორტის განვითარება „ვისოლს“ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად მიაჩნია. 2025 წელს, „ვისოლს“ ტექნოლოგიური განვითრების კუთხითაც აქვს ახალი სათქმელი. ამიტომაც კომპანია მხარს უჭერს ისეთ მასშტაბურ საავტომობილო ღონისძიებებს, როგორიცაა KING OF DRIFT, Drag Racing, BMW ფესტივალი და ყველაზე მაღალტექნოლოგიური GLOBAL TECH WEEK-ის შეკრება, რომლის მთავარი კონფერენცია “Shaping the New Era”-ა.
ამ მნიშვნელოვან მიმართულებებს, დღეს, მარიამ გოგოლაძე ხელმძღვანელობს, 14-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მენეჯერი, რომელმაც კარიერა საბანკო სექტორში დაიწყო, შემდეგ 7 წელი „დიპლომატ ჯორჯიაში” იმუშავა და 2023 წელს, თეგეტა ჰოლდინგიდან „ვისოლში“ გადავიდა. მარიამის ხელმძღვანელობით, ვისოლის სასპონსორო პროექტებსა და ივენთებს ახალი ენერგია შეემატა – ბოლოს კომპანიის მხარდაჭერით მოტომრბოლელმა გიორგი გახელაძემ მსოფლიო რეკორდი მოხსნა! 33 ნომრით, 33 წუთში 33 კილომეტრი გაიარა მოტოციკლით ზღვაზე.
მარიამის თქმით, ვისოლი არის მუდმივი მოძრაობისა და განვითარების სიმბოლო, შესაბამისად კომპანია, არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღნიშნულ პროექტებს, არამედ აქტიურად ერთვება სფეროების კულტურის ფორმირება-განვითარების პროცესში.
M: რა გზა განვლეთ პროფესიულ სფეროში, სანამ ვისოლის გუნდს შეუერთდებოდით?
ჩემი სამუშაო გამოცდილება უწყვეტ 14 წელს მოიცავს. პირველი ნაბიჯების გადადგმა საბანკო სექტორიდან დავიწყე. ვისოლს კი, 2023 წელს, თეგეტა ჰოლდინგიდან შემოვუერთდი, სადაც 2 წელი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ვიმუშავე. თეგეტამდე, 7 წელი ვმუშაობდი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიაში“, ამ კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში.
M: რა იყო თქვენთვის საინტერესო ვისოლის გუნდში მუშაობის დაწყებისას?
ჩემთვის, ვისოლი ყოველთვის ასოცირდებოდა დიდი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიასთან და გუნდთან, რომელმაც თავისი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და შეაქვს ყოველდღიურად. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 25-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში კარიერული განვითარება და იმ გუნდის წევრობა, რომლისთვისაც ქვეყანაში მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფა, პროდუქტისა თუ მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვა ყოველდღიური საზრუნავია, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვისოლი ჩემთვის არის მუდმივი მოძრაობა და თავგადასავალი. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც გასწავლის და შენგანაც სწავლობს, კომპანია, სადაც ერთმანეთს აფასებენ და ხელს უწყობენ, ადგილი, სადაც შრომისმოყვარეობა, ერთგულება და თანაგუნდელების პატივისცემა ყველაზე ღირებულია. ბედნიერი ვარ, რომ კომპანიის განვითარებაში მეც შემაქვს წვლილი.
M: თქვენი როლი აერთიანებს ვისოლის სასპონსორო პროექტებს და ივენთებს. გვიამბეთ, „ვისოლის“ მიმდინარე სასპონსორო პროექტებსა და დიდ ღონისძიებებზე…
იყო ჩართული ყველგან სადაც ადრენალინი, სისწრაფე და ექსტრემალური თავგადასავლებია – ჩემთვის პირადად ყოველდღიური ენერგიის მომცემია. „ვისოლი“ საქართველოში ავტოსპორტის განვითარებაზე 2012 წლიდან ზრუნავს, შესაბამისად, ქვეყანაში ყველაზე სწრაფი, თამამი, რისკიანი ადამიანების მხარდაჭერა და მათთან ერთად ყველა იმ ეტაპის „რბოლა“, რაც მიზნის მიღწევისთვისაა საჭირო, ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა. როცა ასპარეზობაში ვისოლის სახელით მონაწილე ავტომრბოლელი იმარჯვებს, ვფიქრობ ხოლმე, რომ მათთან ერთად მეც გავიმარჯვე. ეს ემოცია არასდროს მაძლევს მოდუნების და გაჩერების საშუალებას. თუ გამარჯვებას მყისიერად ვერ ვაღწევთ, გამოწვევად ვიღებთ და ისევ ვაგრძელებ მათთან ერთად შრომას მიზნის სრულ მიღწევამდე. ვისოლის სახელით მოასპარეზე ყველა ავტომრბოლელი გამორჩეული და საინტერესოა. თითოეულთან ვიტყოდი, რომ განსხვავებული სახის მუშაობა გვიწევს.

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, 29 ივნისს, ლილო არენაზე, ტრადიციულად POWERED BY WISSOL ენერგიით ვუმასპინძლებთ KING OF DRIFT-ის მესამე ეტაპს. KING OF DRIFT მსოფლიოში ყველაზე განვითარებადი საავტომობილო სპორტია. უკვე მესამე წელია „ვისოლთან“ ერთად შეჯიბრი ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანასა და საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარებისთვის იღწვის. რაც ყველაზე მეტად გვახარებს, არის ის, რომ მაყურებლების და მონაწილეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს რეკორდული შედეგები გვაქვს ამ კუთხით. 29 ივნისს კი, Drag Racing-ის მორიგი შეჯიბრია რუსთავის ავტოდრომზე, რომლის გენერალური სპონსორებიც ვართ.
22 ივნისს, BMW-ის ფესტივალს ვუმასპინძლებთ, სადაც BMW-ის მარკის ასობით ავტომობილის მძღოლი მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე მასშტაბული საავტომობილო მსვლელობა თითქმის მთელ თბილისს მოიცავს და რუსთავის ავტოდრომზე დასრულდება. შესაბამისად, გამორჩეულად შთამბეჭდავი სანახაობა გველის.
ასევე, 20-22 ივნისს „ვისოლის“ მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება GLOBAL TECH WEEK – იმართება და კომპანიისთვის, რომელიც ციფრული ტრანსპორტაციის ახალ ეტაპზეა, აღნიშნული სასპონსორო პროექტი განსაკუთრებულად საამაყოა.
აუცილებლად უნდა ვახსენო „უდაბნო რალი რეიდი“, რომელიც არის ადამიანისა და მანქანის გამოცდა დროისა და რელიეფის წინააღმდეგ. ეს სასპონსორო პროექტი ჩემთვის იყო სრულიად განსხვავებული, სანახაობრივი და ადრენალინით სავსე. ღონისძიების სულის ჩამდგმელებმა ძალიან დიდი შრომა გაწიეს, რომ „უდაბნო რალი რეიდი“ წელს საქართველოში ჩატარებულიყო. მომავალში კიდევ უფრო დიდი მიზნებისკენ აქვთ გეზი აღებული. იმედია, მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპად საქართველოს აღიარების დროს ჩვენ კვლავ ვითანამშრომლებთ და „კეთილ მგზავრობას“ ვუსურვებთ მონაწილეებს, რაც ნადვილად საამაყო იქნება ვისოლისთვის.
არ გამოგვრჩეს ყველაზე მთავარი – მსოფლიო რეკორდი! „ვისოლის“ მხარდაჭერით საოცრად მიზანდასახულმა, პროფესიონალმა მოტომრბოლელმა გიორგი გახელაძემ – 33 ნომრით , 33 წუთში 33კმ გაიარა მოტოთი ზღვაზე! გიორგისთან ერთად, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ზღვა ჩვენც, საორგანიზაციო გუნდმაც „გავიარეთ“. მსგავსი სახის ღონისძიების ორგანიზება და იმ ყველა დეტალის გათვლა, რაც ზღვაზე მოტოთი სიარულს სჭირდება, ალბათ წარმოიდგენთ, რომ ურთულესი პროცესია. ვაღიარებ, რომ არის მომენტები, როცა კიდევ ბოლომდე ვერ ვიჯერებ, რომ გიორგიმ და ჩვენ ეს ერთად შევძელით. ჩემს გამოცდილებაში მსგავსი სამუშაო 1 თვე არ მქონია. მჯერა გიორგისგან კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველის, რომელშიც ჩვენ მის გვერდით ვიქნებით!
„ვისოლისთვის“ ასევე საამაყოა, რომ ისეთი პროფესონალი და ქვეყნისთვის საამაყო ავტო სპორტსმენების მხარდაჭერის გამოცდილება აქვს, როგორიცაა მევლუდ მელაძე, სანდრო თავართქილაძე, მარკ საცერაძე და სხვები.
მჯერა, რომ იქ, სადაც ღონისძიება არის POWERED BY WISSOL, ყველაფერი საუკეთესოდ ჩაივლის.
[R]