in

მზის პანელი, რომლითაც შეგიძლიათ ლაშქრობისას ტელეფონი დატენოთ

veon
veon

თუ ლაშქრობისას ტელეფონის, ფოტოაპარატის ან სხვა მოწყობილობების დატენვა თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს, ამერიკელმა სტარტაპერებმა შექმნეს მზის პანელი, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეთ თან. ის წვიმის მიმართ მდგრადია და ღრუბლიან ამინდშიც კი, მზის სუსტი ნათების პირობებშიც შეუძლია მოაგროვოს თქვენი სმარტფონის დასატენად საკმარისი ენერგია. ამ მიზნით, კომპანია PowerFilm აწარმოებს როგორც დასაკეც, ასევე დასახვევ პანელებს. დასახვევი PowerFilm არის არამხოლოდ მზის პანელი, არამედ ერთგვარი ენერგიის ბანკიც („ფოუერ ბანკი“). ერთი სრული დამუხტვის შემდეგ, მას შეუძლია 1.5-ჯერ დატენოს 3,200 mAh-იანი ელემენტის მქონე მოწყობილობა. ხოლო თვითონ სრულად, 6 საათის განმავლობაში, მცხუნვარე მზეზე გაშლისას იტენება. მისი ფასი კი 99 დოლარია.

საქართველოში სტუდენტური პროგრამა – მწვანე ეკონომიკის სკოლა დაიწყო

5 რამ, რაც დამწყებმა ანტრეპრენერებმა უნდა გაითვალისწინონ