13
ივლ
2018

მასშტაბური კამპანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაზრდილი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ 

13 ივლ 2018

სანამ ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის ყურებით ტკბებიან და ფავორიტ ნაკრებებს ქომაგობენ, არსებობს ხალხი, ვინც აღფრთოვანებას საერთოდ ვერ განიცდის. მეტიც – ტურნირის პერიოდში მათზე კიდევ უფრო ხშირად ძალადობენ.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

 

ინგლისი

სააგენტო J Walter Thompson (JWT)-ის ლონდონის ოფისმა და „ოჯახური ძალადობის ეროვნულმა ცენტრმა“ (ბრიტანული ორგანიზაცია) მასშტაბური კამპანია წამოიწყეს – შექმნეს სპეციალური პოსტერები, რომელსაც საფუძვლად რეალური სტატისტიკა უდევს – ოფიციალური მონაცემებით, როდესაც ინგლისის საფეხბურთო ნაკრები თამაშობს, ქვეყანაში ოჯახური ძალადობა 26%-ით იზრდება, თუ გუნდი აგებს – 38%-ით.

ამ რეალობის გასაპროტესტებლად შექმნილ პოსტერებზე სისხლიანი, დალურჯებული ადამიანების სახე და სხეულია გამოსახული, იარები კი სხვადასხვა ქვეყნის დროშებითაა გამოსახული.  კამპანიის შემქმნელებს სურდათ, ეჩვენებინათ ფეხბურთის ყურებისა და ქომაგობის, ერთი შეხედვით, უცნობი მხარე. პროექტი სახელწოდებით „არც ისე ლამაზი თამაში“ მიზნად ისახავს, მიმდინარე ჩემპიონატის დროს დაზარალებულებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დაეხმაროს. იდეის ავტორებმა, პრინტები, სხვადასხვა ნაკრების თამაშის დროს, დიდ ეკრანზეც აჩვენეს.

„ზუსტად იმავეს განიცდის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, რა მღელვარებასაც ფეხბურთის გულშემატკივარი გრძნობს, როცა მისი ფავორიტი თამაშობს და მით უმეტს, აგებს“, -ამბობს JWT-ის კრეატიული დირექტორი ჯო უოლასი.

წყარო: www.designtaxi.com

განხილვა