in

PowerUp 4.0 — მართეთ ქაღალდის თვითმფრინავები დისტანციურად

მოდული სულ რაღაც 15 გრამს იწონის

PowerUp 4.0 პაწაწინა მოწყობილობაა, რომელიც ქაღალდისგან დამზადებულ თვითმფრინავს უერთდება. მისი მეშვეობით, თვითმფრინავი 20 mph-მდე სიჩქარეს ავითარებს და 230 ფუტ სიმაღლემდე ადის.

ქაღალდის თვითმფრინავის ხელით გაშვების შემდეგ მოწყობილობა სმარტფონით მანევრირების საშუალებას იძლევა. PowerUp 4.0 ძალიან მსუბუქია და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, გიროსკოპული სტაბილიზაციის, აფრენისა და დაფრენის, საჰაერო ტრიუკების შესრულების შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, მას არ აქვს კამერა, რათა ფრენის საოცარი თავგადასავალი ვიდეო კადრებად აღიბეჭდოს… თუმცა, “გვერდიდან” ყურებაც ნამდვილად ღირს — თითქოს ბავშვობასთან დაკავშირებული საყვარელი ნივთი ახლებურად ცოცხლდება.

საგულისხმოა, რომ PowerUp 4.0-ის გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც საკუთარი ქაღალდის თვითმფრინავის გაშვება. თანაც, იგი დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, რათა რაც შეიძლება შორს გაფრინდეს. ამისათვის მხოლოდ მცირედი ბიძგია საჭირო, შემდეგ კი გაჯეტის კონტროლზე სმარტფონი იზრუნებს. მართალია, სისტემა თვითმფრინავის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, მაგრამ ქარიც დიდ როლს ასრულებს — იმის გათვალისწინებით, რომ მოდული სულ რაღაც 15 გრამს იწონის.

გარდა ამისა, მოწყობილობას ყველაფერი მოჰყვება, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ — თავად მოდული, 4 ფურცელი დასაკეცი შაბლონით და PowerUp თვითმფრინავის მოდელისთვის, ორი დამატებითი პროპელერი და MicroUSB დამტენი. კომპლექტში ასევე შედის სპეციალური ბარათი, რომელიც თვითმფრინავის სწორად დაკეცვაში დაეხმარება მომხმარებლებს. მისი QR კოდის მეშვეობით კი მოწყობილობის სამართავი აპლიკაციას დაინსტალირებაა შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკმა“ დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა

„აქციე ფანტაზია რეალობად“ – ღვინის ბრენდი „AMOSA“ საახალწლო კამპანიას იწყებს