მოემზადეთ, თქვენ დღეს ამ პოსტში ულამაზეს ვიდეოს ნახავთ, რომელიც სპეციალურად პორშეს მიერ ორგანიზებული ღონინისძიებისათვის მომზადდა. Porsce Performance Drive – ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც წელს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე 3 ქვეყანაში მოგზაურობდა!
10 ქვეყნის 14 გუნდი ახალი Porsce Cayenne S-ის თავგადასავალში 5 დღის განმავლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. წელს პირველად ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს გუნდიც, რომელიც ასე დაკომპლექტდა:
ქეთევან ხუნწარია (Porsche center Tbilisi), შალვა ბუაჩიძე (Auto Bild Georgia), პაატა იაკობაშვილი (Rustavi 2), აკო ახალაია (Marketer.ge).
მარკეტერი წარმოგიდგენთ 4 წუთიან ვიდეოს, რომელშიც სრულად ნახავთ თუ რა თავგადასავლები გამოიარეს მონაწილეებმა, როგორ გამოსცადეს პორშე კაიენი და სუპერქარები პორშეს დიდი ოჯახიდან. ნახეთ ვიდეო!