PR აკადემია რამდენიმე თვის წინ დაარსდა ცენტრის დირექტორი ნათია გოცაძე ამბობს, რომ მათი მიზანია კვალიფიციური პიარ სპეციალისტების მომზადება .
“ჩვენს დროში ძალიან აქტუალურია პიარის როლი და ფუნქცია. როგორც კერძო ისე სახელმწიფო სტუქტურებში. გვსურს, კურსის სტუდენტებს მივცეთ საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, შევასწავლოთ ყველა დისციპლინა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის, დავეხმაროთ მათ საჭირო უნარების გამოვლენასა და განვითარებაში. გვინდა ამ დისციპლინის სწორად აღქმა ხდებოდეს“.
სასწავლო დაწესებულების შერჩევისას, როგორც წესი, დიდი მინიშვნელობა ენიჭება აკადემიურ პერსონალსა და სწავლის საფასურს. ნათია გოცაძე ამბობს, რომ აკადემიის თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი ლექტორები გამოირჩევიან ინოვაციური მიდგომით. მათ შორის არიან ბრიტანული ბრენდის “Mother Care-ს ოფიციალური წარმომადგენლის, ”საბაჰ გრუპ ჯორჯიას” მმართველი დირექტორი ოთარ ქირია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სერტიფიკანტი ოთარ ბაღათურია, სოციალური მედია მარკეტინგის და ონლაინ პიარის სპეციალისტი, ბლოგერი ირინა ჭოჭუა და სხვა . თუმცა, აკადემიის დირექტორის თქმით, უკვე დამტკიცებული ლექტორების გარდა, სხვა სპეციალისტებთანაც ითანამშრომლებენ.
ბაზარზე დღეს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაა, რომლებიც წელიწადში რამდენიმე კურსს ატარებენ პიარისა და მარკეტინგის სფეროში. ახლადგახსნილ აკადემიას საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მოუწევს “თავის დამკვიდრება”. ნათია გოცაძე ამბობს, რომ მათ საკუთარი ნიშა აქვთ შერჩეული და შეეცდებიან მომავალში კიდევ უფრო მეტი შესთავაზოს სტუდენტებს. ახლა კი აკადემიაში მარკეტინგის, ღონისძიების მენეჯმენტის, ჟესტების ენის, ბრენდინგის , პიარის, პროექტის მართვისა და ლიდერობის კურსებს გაივლიან. თითო კურსს ორი ლექტორი კითხულობს. მისი თქმით, მეცადინეობები აგებულია ინტერეაქტიულ ჩართულობებზე და ფსიქოლოგირ თამაშებზე. კურსის უმეტესი ნაწილი პრაქტიკულ ნაწილს ითავლისწინებს. თანაც, ამბობს, რომ დღეს არსებული ბევრი სკოლისაგან განსხვავებით უფრო სიღრმისეული მიდგომაა პიარის კუთხით.
“ჩვენთან სწავლა კომპელქსურად მიდის. რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, აქცენტს იმ მეთოდიკაზე ვაკეთებთ, რაც ყველაზე მეტრად მიესადაგება ქართულ რეალობას და ჩვენთან მიღებული ცოდნა არ ეფუძნება მხოლოდ უცხოულ გამოციდლებას, რომელიც ხშირად შეუსაბამოა ხოლმე ქართულ სინამვიდლესთან”, – ამბობს ნათია გოცაძე.
არსებობს რისკები, გაამართლებს თუ არა ახლადგახსნილი სასწავლო ცენტრი. ნათია გოცაძე ამბობს, რომ შემაფერხებელი, შესაძლოა, ცნობადობის ფაქტორი გახდეს. თუმცა, ეს საწყის ეტაპზე. გარდა ამისა, მისი თქმით, არსებობს საფრთხე რომელიმე დაწესებულებამ მათი მიდგომა ან გეგმა გამოიყენოს, რადგან დეტალურად წარადგინეს ყველა ნაბიჯი.
რაც შეეხება რეკლამა, ამ ეტაპზე PR აკადემიაზე სოციალურ ქსელებში შეიტყობენ. ნათია გოცაძე ამბობს, ამბობს ეს იქნება უფრო ინფორმაციული კამპანია, ვიდრე სარეკლამო , დროთა განმავლობაში კი აკადემია თავის თავს გაუკეთებს რეკლამას. აკადემიის დირექტორის თქმით, სამომავლოდ მთელიანად ქართულ რეალობაზე მორგებულ პიარის სახელმძღვამნელოს გამოცემას აპირებენ, ასევე გეგმავენ ცენტრი სრულფასოვან აკადემიიურ დაწესებულებად გადაკეთდეს, გაიზარდოს შეთავაზებული კურსების რაოდენობა და მოცულობა. ამის შემდეგ გეგმავენ აქტიური სარეკლამო კამპანიის დაწყებას.