in

„ისწავლე მეტი, ვიდრე PR“

საქართველოს უნივერსიტეტი“, სტუდენტებს, სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამას სთავაზობს. როგორც კურსის ავტორები ამბობენ, მათ ცოდნას, სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით აძლევენ. ასევე, ინტეგრირებული მიდგომით, შეასწავლიან კომუნიკაციებს – საზოგადოებასთან ურთიერთობას, მედიასთან ურთიერთობას, ღონისძიებების მართვას, რეკლამას, ბრენდის შექმნას და ა.შ.

 

„მეტი, ვიდრე PR  – სწორედ ასე ჟღერს „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტრატეგიული კომუნიკაციების (საზოგადოებასთან ურთიერთობის) პროგრამის სლოგანი, რომელიც უახლესი მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, კომუნიკაციების სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების სწავლებაზეა აგებული, რაც კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და დასაქმების ფართო არეალს განაპირობებს. პროგრამა საქართველოში ერთადერთია, რომელიც სტუდენტებს სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ცოდნის მიღებას სთავაზობს.  ასევე, ერთადერთი პროგრამაა, რომელიც ინტეგრირებული მიდგომით შეასწავლის  კომუნიკაციებს და იძლევა ცოდნას, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის კონტექსტში, ისე რეკლამის, ბრენდის შექმნისა და კომუნიკაციის, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციისა და გაყიდვების მიმართულებით“.

სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა ნათია კალაძემ ისაუბრა.

რას სთავაზობს აბიტურიენტებს საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა?

ნათია კალაძე: პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეულ სასწავლო კურსს უძღვება დარგის ლიდერი სპეციალისტი და თითოეული კურსი, გარდა თეორიულისა, გულისხმობს რეალურ პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობას – კურსების ფარგლებში სტუდენტები გეგმავენ სოციალურ მედია და საკომუნიკაციო კამპანიებს. ასევე, პრაქტიკული უნარების განმტკიცების მიზნით, სტუდენტები  სავალდებულო პრაქტიკას სხვადასხვა ციფრულ მარკეტინგულ საკონსულტაციო კომპანიაში გადიან.

„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა, სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, გაწევრიანებულია ევროპის საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაციაში (EUPRERA).

„სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში, ხოლო აღნიშნულ ასოციაციაში წევრობა, ეს დამატებით აძლევს მათ საშუალებას დაესწრონ ვებინარებს, კონფერენციებს, ჩაერთონ სხვადასხვა მიმდინარე კვლევით პროექტში, დაესწრონ საერთაშორისო სემინარებს და მიიღონ გამოცდილება“, – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელილელი ბიბილაშვილი.

რაც შეეხება „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და „ჯეპრას“ საერთო პროექტს . . .

ჩვენ ერთად ვქმნით პიარ ინდუსტრიის ვებგვერდს, სიახლეების მულტიმედიურ პლატფორმას, რომელიც საკომუნიკაციო სფეროს, როგორც პროფესიის განვითარების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. სტუდენტები მუშაობენ საკომუნიკაციო სფეროში მსოფლიოში არსებულ სიახლეებზე, დეტალურად  განიხილავენ საკომუნიკაციო კამპანიებს და ა.შ. ასევე, „ჯეპრასთან“ ერთად ვახორციელებთ „პიართონს“, სადაც სტუდენტებს, კონკურსის ფარგლებში, ეძლევათ საკონკურსო დავალება, რომელსაც 24 საათში შეასრულებენ მენტორების ზედამხედველობით. ჟიურის რჩეულს კი გადაეცემა ნიკო ნიკოლაძის სახელობის ჯილდო. თითოეული ეს ფაქტორი განაპირობებს სტრატეგიული კომუნიკაციების კურსდამთავრებულთა წარმატებას, რომლებიც  დასაქმებული არიან სტრატეგიული კომუნიკაციების, მარკეტინგული კომუნიკაციების, საკონსულტაციო კომპანიებში PR მენეჯერებისა და კონსულტანტის პოზიციებზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

პარტნიორის კონტენტი 

3 ქართული კამპანია, 10 კატეგორია და 13 დღე Cannes Lions 2019-ის მთავარ ბრძოლამდე

მამების დღის საჩუქარი – „როგორი სხეულიც უნდა გქონდეს, კეთილი იყოს შენი ფეხი კლუბში!“