in

თბილისში „პიარ დღეები 2014“ გაიმართება

4-დან 6 აპრილის ჩათვლით, პროფესიული გაერთიანება პიარ კლუბი „პიარ დღეები 2014“ –ს ატარებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, პიარ სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ორგნიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი ამ სფეროს პოპულარიზაციაა.

Nuka ნუკა ლეჟავა (პიარ კლუბის წევრი, ღონისძიების ორგანიზატორი): „4 აპრილს მულტიმედია განათლების ცენტრში „სკაიპ“ კონფერენცია გაიმართება.

ჩაგვერთვება მეთ გონრინგი (Matthew Gonring) 35 წლიანი სტაჟით პიარისა და კომუნიკაციის სფეროში. 5 აპრილს პიარ დღეები კომპლექს „კრუიზში“ გადაინაცვლებს, სადაც რამდენიმე თვის წინ დაწყებული ბლოგერების კონკურსის, თემაზე „პიარი დღეს“, გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება“.

ღონისძიების ფარგლებში კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსები წარადგენენ პრეზენტაციებს პიარის ამჟამინდელი თუ სამომავლო გამოწვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე. პარალელურად, პიარ ლიტერატურის და განათლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. 6 აპრილს „პიარ დღეები 2014“-ს პიარ კლუბის 2 წლის იუბილე დაასრულებს.

ნუკა ლეჟავას თქმით, ამ პროექტის მიზანი ამ სფეროს პოპულარიცაზიაა. ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსების ერთ სივრცეში გაერთიანება, გამოცდილების გაზიარება, სიახლეების ურთიერთგაცვლა, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების ძიებაა. პროექტში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უცხოელი ტრენერის ლექცია-მასტერკლასი, მოისმინონ ქართველი, გამოცდილი პრაქტიკოსების მიერ მომზადებული თემები აქტუალურ საკითხებზე. გაეცნონ პიარ ლიტერატურის და სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სპეციალიზირებული ტრენინგ-ცენტრების შესახებ ინფორმაცია“.

Eldar Pirmisashviliპიარ კლუბის წევრი და ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ მსგავსი კლუბების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ხდება პროფესიონალების შეკრება და სხვადასხვა აქტივობების ერთობლივად დაგეგმვა, განხორციელება.

„ამ აქტივობების არსი პიარზე, როგორც პროფესიაზე, ზრუნვაა. კლუბი პიარ სპეციალისტების დაკავშირებით და ურთიერთსასარგებლო სივრცის შექმნით ავითარებს მათ, რაც შემდეგ დარგის განვითარებას იწვევს. პიარ დღეების მიზანი ორ მიმართულებად იყოფა: პირველი არის ცოდნის მიღება და გამოცდილების გაზიარება, ხოლო მეორე მიმართულება ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და გაღრმავებაა. შეხვედრებზე ვუზიარებთ აზრებს ერთმანეთს, ვსაუბრობთ პრობლემებზე და ზოგადად მომავალზე, რაც პროფესიასთან იდენთიფიკაციას და საჭირო თანამშრომლობის საფუძვლებს ქმნის, რადგან ჩვენი ორგანიზაციები დაკავშირებულია ერთმანეთთან“.

პიარ კლუბი 2011 წელს შეიქმნა. კლუბის წევრობა შუძლიათ კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულ პრაქტიკოსებს. ნუკა ლეჟავას თქმით, პიარ კლუბის მიზანია პროფესიული ინტერესების წარდგენა და დაცვა; სფეროს გაუმჯობესებაზე და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; პიარის განათლების განვითარების ხელშეწყობა; ქცევისა და ეთიკის კოდექსისა და პიარ პროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება; პიარ სფეროში მიმდინარე სიახლეების ინფორმაციის მიწოდება კლუბის წევრებისთვის, ახალი შესაძლებლობების შექმნა.

ელდარ პირმისაშვილის თქმით, შექმნისთანავე განსაზღვრული იყო, რომ პიარ კლუბი არ იქნებოდა ინტენსიური შეხვედრებისა და აქტივობების ადგილი. „ჯერ მხოლოდ განვითარების ეტაპზე ვართ. თავიდანვე ვთქვით, რომ წელიწადში 3-4 აქტივობა იქნებოდა და ესეც არის, რადგან ყველა მოქმედი პიარ-სპეციალისტები ვართ გაერთიანებული. იდეის გააქტიურებითა და მოთხოვნის გაზრდით ანუ ჩართული სპეციალისტების გააქტიურებით შესრულდება კლუბის მიზნები“.

გიდი ძაღლები მათთვის, ვინც ვერ ხედავს, ან ვინც უკვე “ბევრი” ნახა

ტატუს მოშორების საუკეთესო სერვისი