in

მედიასთან ურთიერთობა

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში, მედია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია,

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჟურნალისტები  რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ან პრესცენტრების ხელმძღვანელებს “უჩივიან”,  ეს სიახლე არაა. აღმოჩნდა, რომ მედიის წარმომადგენლებიც  “სცოდავენ”. პიარ მენეჯერები თვლიან, რომ,  ზოგჯერ,  საზოგადოებამდე მისული  ინფორმაცია, მცირე, მაგრამ , მაინც , უზუსტობებს შეიცავს.

პიარ მენეჯერები თვლიან , რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს განათლება , იყოს კრეატიული, ყოველთვის ამოწმებდეს ინფორმაციას, მოვლენას აშუქმებდეს ორმხივად  და ობიექტურად.

DSC_0180 “უნიქარდის” პიარ მენეჯერი ანა კოშაძე მიიჩნვეს, რომ ჟურნალისტებთან  ჰარმონიული ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა , რომელიც ახსენდება, ყოფილა უმნიშვნელო უზუსტობა .

“სირთულე არასდროს შემქმნია. თუმცა,  რა თქმა უნდა,  საჭიროა ყურადღება, რომ შეცდომა არ გაიპაროს მასალაში. ვცდილობ, რაც შეიძლება მობილიზებული ვიყო და გარკვევით მივაწოდო ინფორმაცია. იქნება ეს ტელევიზია, ბეჭდური მედია თუ სხვა. ყოფილა უმნიშვნელო უზუსტობა, რომელიც , შესაძლოა, მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო შესამჩნევი”.

ანა კოშაძე ამბობს, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად ბეჭდურ მედიაში მასალას გაშვებამდე  ყოველთვის ეცნობა და თუ ინფორმაცია არ არის ზუსტი, ცდილობს შეასწორებინოს.

ჟურნალისტები   ამბობენ, რომ ხშირად ინფორმაცია ხელმიუწვდომელია , ან დროში იმდენად  იწელება მისი მიღება, რომ მათი საქმიანობა არაეფექტური ხდება.

“შესაძლებელია მსგავსი პრობლემები  ექმნებათ ჟურნალისტებს,  თუმცა ჩვვენი მხრიდან-არასდროს.  სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ  “უნიქარდი” პრობლემებზე საუბარს არასოდეს არიდებს თავს. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის და შესაბამისად , ჟურნალისტის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. უპასუხოდ არასოდეს დაგვიტოვებია არც ერთი კითხვა. არც დროის ან პრეს-რელიზების მხრივ შექმნია პრობლემა არც ერთ ჟურნალისტს ჩვენი მხრიდან” ანა კოშაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია)  ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები ჟურნალსიტებს მათი ორგანიზაციის სახელი შეშლიათ,  ან რაიმე შინაარსობრივი უზუსტობა “გაპარულა” მედიაში.

“ჟურნალისტებთან რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შემქმნია. კომფორტული  ურთიერთობა მაქვს მათთან. ვცდილობ , დროულად მივაწოდო ნიუსი, თუ კვლევის პრეზენტაციაა, შესაბამისი მონაცემები.  გავუგზავნო ფოტოები , და როცა მოსვლას ვერ ახერხებენ პრეზენტაციაზე, დაბრკოლება არ შეექმნათ, ყველა მასალა ჰქონდეთ.

საგანგაშო შემთხვევა უზუსტობებთან დაკავშირებით, არ მახსენდება. იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც დავუშვათ, ჩანაწერი ვთხოვეთ ჟურნალისტს და როდესაც აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ციტირება მოახდინა, შესწორება დაიბეჭდა. კონკრეტულად, რას ეხებოდა მასალა, ახლა არც მახსენდება. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის სახელს ბრჭყალებში წერდნენ, ან სხვა ორგანიზაციის სახელში ურევდნენ, თუმცა, ეს მალე გამოსწორდა”, ამბობს  საიას პიარ მენეჯერი  თათია ლომთაძე .

რაც შეეხება ინფორმაციის დაგვიანებას ან ჟურნალისტებისთვის ხელმუწვდომლობას, “საია”-ში ამბობენ, რომ ცდილობენ ამ მხრივ მედიას ხელი მაქსიმალურად შეუწყონ.

პირადპირი კონტაქტების საფუძველზე ინფორმაცია არასოდეს მიმიწოდებია რომელიმე ჟურნალისტისთვის, შესაძლოა, ბევრ ჟურნალისტთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ინფორმაციის მიწოდებაზე ან პირიქით, არ მიწოდებაზე ეს გავლენას არ ახდენს. ვცდილობ, კომენტარი არ დავუგვიანოთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, პრინციპში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ  არ მიგვეწოდებინოს ინფორმაცია.  ჟურნალისტები გვირეკავენ და გვეუბნებიან,  რომ  უნდათ მასალა დაბალანსებული იყოს და კომენტარი, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისგან მიიღონ” -ამბობს  საიას პიარ მენეჯერი .



მერსედესის რეკლამა

საოცნებო მოგზაურობა Mercedes-Benz

“თბილისელებს ტორტის ჭამა მე დავაწყებინე” – ბელა ქაძანაია