in

PR თუ მარკეტინგული სტრატეგია?

ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი დამწყები მეწარმეების და სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდნენ, რა სჭირდება  კომპანიას – პიარ თუ მარკეტინგული სტრატეგია?!

რა სხვაობაა მათ შორის?!

მარკეტინგული სტრატეგიით, იხვეწება თქვენი სათქმელი, ის, რასაც კომპანიის შესახებ საზოგადოებას მოუყვებით. ამ ტიპის კომუნიკაციის საშუალებით, შესაძლებელია, მიზნობრივ აუდიტორიაზე ზეგავლენა და მათი დაინტერესება. მთავარია, თითოეული ჯგუფისთვის კონკრეტული გზავნილი და სამოქმედო გეგმა გქონდეთ. მაგალითად, ამა თუ იმ პროდუქტისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ მასწავლებელს და ელექტრიკოსს. შესაბამისად, კომუნიკაცია მათზე უნდა იყოს მორგებული. თუ თითოეული ზუსტად იმას მოისმენს, რაც სჭირდება, ჩათვალეთ, მიზანს მიაღწიეთ – ასეთი მომხმარებელი თქვენს ბრენდს აირჩევს.

როგორც კი ამ მიმართულებით პოზიციებს გაიმყარებთ, დაიწყეთ ფიქრი პიარზე.

გგონიათ, ჟურნალისტები უცბად აღფრთოვანდებიან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტით?! არა! ამ დროს მთავარია, მათ დაინახონ, თქვენი აქტიური მომხმარებლები. სწორედ ამიტომ გჭირდებათ თავდაპირველად მარკეტინგული სტრატეგიით და კომუნიკაციით, ხალხს შეაყვაროთ თქვენი ბრენდი. როგორც კი ლოიალური მომხმარებლები გეყოლებათ, წარუდგინეთ მედიას – ისინი თავად მოჰყვებიან თქვენი პროდუქტის შესახებ და თანაც, მხოლოდ დადებით კონტექსტში ისაუბრებენ. სწორედ ასე მოიპოვებთ რეპუტაციას და ლიდერის სტატუსს ბაზარზე.



90-იანი წლების ბავშვებო, მოემზადეთ, „ტამაგოჩი” ბრუნდება!

ლიდერებად იბადებიან თუ ყალიბდებიან? – კარგი ხელმძღვანელის 11 აუცილებელი თვისება