საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო მუდმივად იცვლება – სწორედ ამიტომ, PR პროფესიონალებს რეგულარულად უწევთ არსებულ რეალობაზე ადაპტირება. შესაბამისად, PR ტენდენციებისთვის თვალის მიდევნება საუკეთესო გზაა, რათა მუდმივად იცოდეთ, რა ხდება ინდუსტრიაში და როგორ შეგიძლიათ ადაპტირება.
PR ტენდენციებში გარკვევა ყოველწლიურად გვჭირდება. შეუძლებელია მიაღწიოთ შთამბეჭდავ შედეგებს თქვენს დამკვეთებთან, თუ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ხდება სფეროში. თუ გსურთ ჩამოაყალიბოთ სანიმუშო PR სტრატეგია, უნდა იცოდეთ რა მუშაობს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში.
PR პროფესიონალის როლის მნიშვნელოვანი ნაწილია მომხმარებლების სწორი მიმართულებით წარმართვა, PR სტრატეგიითა და მარკეტინგული რეკომენდაციებით. როდესაც ამ მომენტში ხართ, თქვენს პროფესიაში, ადვილად გრძნობთ, რა არის მოძველებული, რა – აქტუალური და პერსპექტიული. 2023 წლის PR ტენდენციების ცოდნა, თქვენი მომხმარებლებისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების მოღებაში დაგეხმარებათ.
როგორ დავგეგმოთ PR სტრატეგია 2023 წლისთვის? გაგაცნობთ იმ ტენდენციებს, რომლებიც წლევანდელი წლის სტრატეგიას განსაზღვრავს.
ბრენდის გამარტივებული გზავნილი უფრო მეტ რეზონანსს გამოიწვევს
ტიკტოკის დამსახურებით, ადამიანების ყურადღების მიპყრობას დიდი ხნით ვერ შეძლებთ. ყურადღების მიქცევა ისეთი გრძელი არ არის, როგორც ადრე იყო (მადლობა, TikTok!) და გრძელი ასლი უბრალოდ აღარ მუშაობს. ადამიანებს სურთ წაიკითხონ მოკლე და მკაფიო ამბები ბრენდისგან – ასე რომ, უნდა გაამარტივოთ თქვენი გზავნილი აუდიტორიისადმი.
სათქმელი გადმოეცით ლაკონურად, თუმცა უნდა ჩაატიოთ შიგნით ღირებულება. შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე წინადადება გქონდეთ აზრის დასალაგებლად, ამდენად, უნდა ჩაუღრმავდეთ.
ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგია მოწინავე პლანზეა
ხელოვნური ინტელექტი (AI) თქვენს ყოველდღიურობაში უფრო მეტ ადგილს დაიკავებს. ტექნოლოგია საკმაოდ ახალია, მაგრამ ბრენდები უკვე სარგებლობენ ხელოვნური ინტელექტის უსასრულო შესაძლებლობებით. AI პროგრამული უზრუნველყოფა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი რუტინული ამოცანების ავტომატიზაციისთვის, კორექტირებისთვისა და აუდიტორიის რეაგირების მონიტორინგისთვის.
შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენს მომხმარებლებთან და მათ მარკეტინგშიც შემოიტანოთ საინტერესო ახალი ტექნოლოგიები. სულ უფრო მეტი ბრენდი იხრება ხელოვნური ინტელექტისკენ, ვირტუალური რეალობისა და მეტავერსიისკენ. შედეგად ვიღებთ ვირტუალურ ღონისძიებებს, ახლებურ ციფრულ გამოცდილებასა და შოპინგს.
ორიენტირდით მისიასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ თხრობაზე
2020 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ბევრი ბრენდისთვის. მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა (DE&I) პრიორიტეტული გაზდა მთელ მსოფლიოში და კომპანიებმა DE&I-სადმი აქცენტირება გაზარდეს.
2023 წელს, აქცენტი გაკეთდება მისიასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ თხრობაზე. აუდიტორიას სურს ისეთი ბრენდები, რომლებიც თავიანთ ღირებულებებთან არიან შესაბამისობაში. მათ უნდათ, რომ დაინახონ ეს ფასეულობები ქმედებაში.
მოქნილობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე
მოქნილობა ახალი უნარი არაა პროფესიონალებისთვის. მთელი პროცესი ჩვენს ადაპტირების უნარზე დგას. 2023 წელს, ყველას მოგვიწევს მუშაობა და თან ფიქრი, თუ როგორ შეიცვლება ჩვენთვის მომავალი.
უნდა იყოთ მზად და შეგეძლოთ შეცვალოთ ან მთლიანად გადახედოთ თქვენს სტრატეგიას, საჭიროებისამებრ. თქვენ მოგიწევთ იქონიოთ გეგმა B (და შესაძლოა, გეგმა C და D-ც), სანამ გეგმა A ამოქმედდება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაალაგებთ სარეზერვო გეგმებს, მიზანი ყოველთვის უნდა იყოს თქვენი მომხმარებლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.
თანაგრძნობა, თანაგრძნობა და თანაგრძნობა
იმის ცოდნა, თუ რა არის პერსპექტიული თქვენს ნიშაში, უმნიშვნელოვანესია, რათა შეინარჩუნოთ ექსპერტული და პროფესიონალური პოზიცია. 2023 წელს, გლობალურ ამბებსა და მოვლენებშიც მოგიწევთ ჩართვა.
თანაგრძნობა არის კრიტიკული ფაქტორი დღევანდელი მომხმარებლებისთვის. უნდა შეძლოთ და ყველა კომუნიკაცია, ქოფი თუ აქტივობა პასუხისმგებლიანად გათვალოთ, ასევე, გლობალური მდგომარეობა გაითვალისწინოთ. არავის სურს მხარი დაუჭიროს ბრენდს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს კრიზისის დროს. იფიქრეთ იმაზე, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი მომხმარებლის სამიზნე აუდიტორიაზე და გადაიტანეთ თქვენი ყურადღება გლობალურ საზოგადოებაზე.
ექსკლუზივი VS ემბარგო
ჩვენ ვცხოვრობთ ონლაინ რეჟიმში, ამიტომ გამოცემები აქტიურად გადადიან ციფრულ სივრცეში, რათა ჩვენამდე მოაწვდინონ ხმა. 2023 წლის სხვა ძირითადი PR ტენდენციებისგან განსხვავებით, მთლიანად შეიცვლება ის, თუ როგორ ავრცელებენ PR პროფესიონალები თავიანთი მომხმარებლების სიახლეებს.
რედაქტორებს და ჟურნალისტებს აღარ სურთ ამბების ემბარგოთი წერა. ისინი ექსკლუზივს ამჯობინებენ და სურთ პრემიუმ კონტენტი მიაწოდონ გამომწერებს. ექსკლუზივს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სიუჟეტს, რომელიც ემბარგოს მოხსნის დღეს ათეულ სხვა გამოცემაში იქნება.
როდესაც რედაქტორს აქვს ექსკლუზივი, მას შეუძლია მეტი დრო და რესურსი დახარჯოს, რათა მკითხველისთვის მრავალფეროვანი, დეტალური ამბავი გადმოსცეს. ამრიგად, ასეთი გამოცემა ჟურნალისტებისთვის იქნება წყარო და მიაწვდის ხარისხიან რეპორტაჟს, რომელსაც შეუძლია ახალი გამომწერების მოზიდვა.
და თქვენ მიიღებთ მისგან გასაოცარ ფუნქციას! გარდა ამისა, ექსკლუზიურები შესანიშნავი ინსტრუმენტებია ახალი, ორმხრივად მომგებიანი მედია ურთიერთობების შესაქმნელად, რომლებიც მომავალში საკვანძო გაშუქებას მოგცემთ.
ცოცხალი შეხვედრების დაბრუნება
2023 წელს, ცოცხალი შეხვედრების დაბრუნება PR სპეციალისტებს განსაკუთრებით გაახარებთ. შეგეძლებათ დაგეგმოთ ღონისძიებები, კონფერენციები, პირადად შეხვდეთ მომხმარებლებს, გაიცნოთ, გაეცნოთ…
მნიშვნელოვანია მედიასთან ურთიერთობის გაძლიერება
სწორედ მედია საშუალებები არის თქვენი გზამკვლევი აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის. ამიტომ რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება გჭირდებათ. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ამად ღირს.
ეძებეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენი მომხმარებლების გამოცდილებას საინტერესო აქცენტს მისცემენ. გადახედეთ თქვენს ნიშაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, დააკვირდით, ვინ და როგორი ფორმით გაშუქდა. თვალი ადევნეთ ჟურნალისტებს, მათ ამბებს, სტილს. ჩაერთეთ მათთან ურთიერთობაში, რეგულარულად გაუგზავნეთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, იმის მიუხედავად, უეჭველად გაშუქდება თუ არა.
გამოიყენეთ აფილირებული მარკეტინგი
ჩაერთეთ აფილირებულ პროგრამაში. მიეცით ადამიანებს საშუალება, მიიღონ შემოსავალი ამ ყველაფრიდან. გაუჩინეთ ადამიანებს ინტერესი, გაუწიონ თქვენს პროდუქტს რეკომენდაცია და ამით თავადაც ისარგებლონ. აფილირებული მარკეტინგის მონიტორინგი ადვილია – ზუსტად ხედავთ, საიდან და როგორ ნაწილდება გაყიდვები და ტრაფიკი. შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მონაცემები ყურადღების გადასატანად სოციალურ მედია პლატფორმებზე ან აფილირებულ პროგრამებზე.
წყარო: LinkedIn