Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, პირველად საქართველოში არაფორმალურ ღონისძიებას – PR2Peer Empowered by Visa უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, Visa-ს კომუნიკაციებისა და მარკეტინგის გუნდმა პარტნიორ კომპანიებს გამორჩეული პროექტები, არსებული ტრენდები და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელები გაუზიარა.
„მოხარულები ვართ, რომ PR2Peer Empowered by Visa-ს ღონისძიებას პირველად საქართველოში ვუმასპინძლეთ. საქართველოში მარკეტინგი და კომუნიკაციები ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ჩვენი ინიციატივა, მიზნად ისახავს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, მათ გაძლიერებას, პარტნიორობების გაღრმავებას, ახალი იდეებისა და საინტერესო მიგნებების გაზიარებას,“ აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
ღონისძიება ინტერაქციული სემინარის ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის ფორმატში, შემოქმედებით გუნდთან ერთად, ემსჯელათ მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე აქტუალურ ტენდენციებსა და სტრატეგიულ პიარ მოდელებზე.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
[R]