in

Prada – იტალიური არისტოკრატიის სიმბოლო

Prada მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ბრენდია. ბრენდის მიღმა მყოფი დიზაინერები მუდმივად ცდილობდნენ იყვნენ ინოვაციურები თავიანთი კლასიკურ დახვეწილი სტილის შენარჩუნებით. პრადას სახლმა შექმნა ისტორია და მისი სახელი კვლავ მოთხოვნადი იქნება, წლების განმავლობაში. სანამ თქვენ ფინჯან ყავას შეექცევით, დღეს, იმ ბრენდზე  მოგიყვებით, ეშმაკიც რომ სიამაყით ჩაიცვამდა.

ბრენდის ისტორია, 1913 წელს, მილანში დაიწყო, როდესაც მარიო პრადამ ტყავის ჩანთებისა და სამოგზაურო აქსესუარების მაღაზია გახსნა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო – Vittorio Emmanuele II-ს პრესტიჟულ გალერიაში. სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ბრენდმა იტალიის სამეფო სახლის ოფიციალური მიმწოდებლის ტიტული მოიპოვა. ამ მიღწევამ ბრენდს გზა გაუხსნა და თავისი სასაქონლო ნიშნის მთავარ სიმბოლოს House of Savoy-ის გერბი და დაწნული თოკი დაამატა. ამგვარად, „პრადა“ იტალიური არისტოკრატიის სიმბოლოდ იქცა.

Prada-ს ისტორია კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა. იმდროინდელი პატრიარქალური შეხედულებებიდან გამომდინარე, მარიო პრადას არ სჯეროდა, რომ ქალებს სახლის გარეთ შეეძლოთ ემუშავა. ამიტომ, მან გამორიცხა მისი ოჯახის წევრი ქალების მუშაობა თავის კომპანიაში. ბედის ირონიით, მის ერთადერთ ვაჟს ოჯახური ბიზნესი არ აინტერესებდა. მისმა ქალიშვილმა ლუიზა პრადამ საკუთარ თავზე აიღო საოჯახო ბიზნესი და მას თითქმის ოცი წლის განმავლობაში მართავდა.

1979 წელს, კომპანიამ პირველად დაამატა ფეხსაცმელი თავის პროდუქციაში. ქალის ფეხსაცმლის პირველმა კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ბიზნესი აგრძელებდა ზრდას და ყურადღების მიპყრობას. Prada-მ მთელ მსოფლიოში გააფართოვა თავის საკუთრებაში არსებული მაღაზიების ქსელი. მაღაზიები ცნობილი იყო ინტერიერის ესთეტიკითა და კედლების უნიკალური მწვანე შეფერილობით. ფერი ცნობილი გახდა, სახელწოდებით Prada Green. პირველი „მწვანე მაღაზია“ გაიხსნა მილანში Via della Spiga-ში. მოჰყვა ბუტიკები ლონდონში, მადრიდში, ტოკიოში, პარიზში და ტოკიოში. მოდის სამყარომ შეიყვარა Prada-ს სუფთა ხაზები, მდიდრული ქსოვილები და ფერების არჩევანი. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის, „პრადა“ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ბრენდი გახდა მოდის სამყაროში.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

„One City Under A Groove” – ბათუმს ფანკის ტალღამ გადაუარა – BSJF 2022

ახალი ეგზოჩონჩხი გველს ფეხებით გადაადგილებაში ეხმარება