in

Prada-ს ჩანთების ახალი კოლექცია არქიტექტორებმა შექმნეს

იტალიურმა მოდის სახლმა Prada ქალის ჩანთების ახალი კოლექცია წარადგინა. გარდა „ლაქშერი“ ბრენდის იარლიყილისა, აქსესუარები იმითაც გამოირჩევა, რომ დიზაინზე ქალმა არქიტექტორებმა – Kazuyo Sejima, Elizabeth Diller, Cini Boeri – იმუშავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

bog
bog-mob

 

Elizabeth Diller-ის დიზაინი

Elizabeth Diller-ის დიზაინით შექმნილი ჩანთა, საწვიმარ ლაბადად კეთდება. არქიტექტორი ამბობს, ყოველთვის ზედმეტად ეჩვენებოდა ამ ორი ნივთის [ ჩანთა და საწვიმარი] ცალ-ცალკე სექციაში ყიდვა, მათი ერთ აქსესუარში გაერთიანება, კი გაცილებით პრაქტიკულია. ჩანთა იმითაც გამოირჩევა, რომ მისი ტარება 2 სხვადასხვა ფორმით შეიძლება.

გამორჩეულია Kazuyo Sejima-ს დიზაინით შექმნილი აქსესუარიც – ჩანთა მხრებზე მაგრდება, ელვით იკვრება და სხვადასხვა ფერის ჯიბეები აქვს.

შედარებით ტრადიციული ფორმის ჩანთა შექმნა 94 წლის არქიტექტორმა, Cini Boeri-მ. აქსესუარს ერთი გრძელი ყური აქვს და ოთხკუთხედი ფორმისაა.

Cini Boeri-ის დიზაინი

Prada Invites – ამ სახელით გააცნო Prada-მ საზოგადოებას ეს კოლაბორაცია, რომლისთვისაც პროდუქცია, უკვე ბრენდთან ასოცირებული შავი ნეილონის ქსოვილით შეიკერა.

“ბურგერ კინგმა” ხანძარსაწინააღმდეგო სახალისო ბილბორდი შექმნა

Protected: