in

Prada-ს რეკლამა, ჰოლივუდური მხატვრული ფილმის სტილში!

BOG
BOG

მოდის სახლმა Prada კამპანიისთვის ჰოლივუდელი მსახიობები შეარჩია, ხოლო თავად ვიდეორგოლები მოკლემეტრაჟიანი ფილმის სტილში წარმოადგინა. პირველი რეკლამა უკვე სარეკლამო სივრცეშია და მასში მსახიობი ჯონათან კიმბლ სიმონსი მონაწილეობს. სიმონსს ფილმ “შეპყრობილიდან” ვიცნობთ. მასთან ერთად, ვიდეორგოლში პომ კლემენტიევიც ჩნდება, “გალაქტიკის მცველებიდან”.

 

Pradas ამ ვიდეორგოლის სახელწოდებაა “The Delivery Man” (“კურიერი”). კლემენტეევი სპეცაგენტივით გამოწყობილ სიმონსს “პრადას” ჩანთას (Prada Cahier) მის რჩეულთან ატანს. სიუჟეტი ცნობილი ინდური იგავის ფონზე ვითარდება, სადაც მხედველობადაქვეითებულები სპილოს სანახავად წავიდნენ. კაცმა, რომელიც სპილოს ტანს შეეხო, თქვა, რომ ცხოველი მსხვილი ხის ტოტს წააგავდა, მეორე უსინათლომ, რომელმაც სპილოს კუდს შეახო ხელი, თქვა, რომ ცხოველი დიდი გველის მსგავსი არსება იქნებოდა. მესამე სპილოს ყურს შეეხო და თქვა, რომ ცხოველი ძალიან წააგავდა მარაოს.

12 რჩეული ამბავი გოგონების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით! – HP-ის კამპანია

როგორ მოვაგვაროთ პრობლემა ეფექტურად?!