in

Prada-s ექსკლუზიური კოლექცია საერთაშორისო ონლაინ პლატფორმისთვის

მოდის სახლმა Prada, ონლაინ პლატფორმა  TheDoubleF-ისთვის, ექსკლუზიური კოლექცია შექმნა. ქალის 20 და მამაკაცის 15 კოსტიუმი მხოლოდ 1 – 23 ივნისს გაიყიდება.

BOG
BOG

„ძალიან  დიდი პატივია, რომ ამ მასშტაბის ბრენდმა, ჩვენი პალტფორმისთვის, ასეთი მდიდარი კოლექცია შექმნა“, – ამბობს TheDoubleF -ს მფლობელი რითეილ კომპანიის Folli Follie-ს ხელმძღვანელი ვრანჩესკო გალი.

მისივე თქმით, კოლაბორაცია მსოფლიო ბრენდებთან გაგრძელდება და პლატფორმა, მომხმარებლებს, ექსკლუზიურ კოლექციებს მომავალშიც შესთავაზებს.

მართალია, წინასწარ კოლექციის მხოლოდ ერთი კოსტიუმის ფოტოები გავრცელდა. თუმცა, ცნობილია, რომ სამოსი ბამბისა და ნეილონის ქსოვილისგანაა შეკერილი, ძირითადი ფერები კი შავი, წითელი, მუქი ვარდისფერი და ზურმუხტისფერია. კოლექციაში შედის: კაბები, შარვლები, მაისურები, ჰუდები, პერანგები, ქურთუკები.

როგორია კოკა-კოლას ენერგეტიკული სასმელის შეფუთვა?

ბიზნესთაობათა შორის ნდობა და შედეგი – „რედბერი“ ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოა