in

კლიენტის დაწუნებული დიზაინი, რომელიც Behance-ის კურატორების ფავორიტი გახდა

ქართული დიზაინ სტუდია Pragmatika-ს ნამუშევარი მსოფლიოს უდიდეს ონლაინ პორტფოლიოების პლატფორმა Behance-ის კურატორების ფავორიტთა შორის მოხვდა. ეს არის დიზაინი ახლადდაარსებული ამერიკული სპორტული ტანსაცმლის ბრენდ Balling-ისთვის, რომელიც კომპანიამ დაიწუნა.

მიუხედავად იმისა, რომ კლიენტმა აირჩია სხვა მიმართულება, ჩვენი გუნდი უფრო მეტ შემოქმედებით პოტენციალს ხედავდა დაწუნებულ ვერსიაში. ასეთი სიტუაციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავავარჯიშოთ ჩვენი კრეატიული კუნთი და გავცდეთ კომფორტის ზონას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, ვაკეთოთ ის, რაც მიგვაჩნია ნოვატორულად და არა ის, რაც კლიენტს მიაჩნია უსაფრთხოდ. ხშირ შემთხვევაში, როცა დიზაინერი წლების მანძილზე მუშაობს ბაზარზე, მას უმუშავდება იმის წინასწარმეტყველობის უნარი, თუ რა მოეწონება კლიენტს, ასეთი მიდგომა სამწუხაროდ ზღუდავს კრეატიულობას და ხდის დიზაინის პროცესს მეტად სტანდარტულს“, – გვიყვება თაკო ჭაბუკიანი, დიზაინ სტუდია Pragmatika-ს დამფუძნებელი და არტ დირექტორი.

M: რაც შეეხება Balling-ის დაწუნებული ბრენდინგის კონცეფციას…
სიტყვა Balling ნიშნავს წრეში მოქცევას, დამრგვალებას. სწორედ ამ სიტყვის ვიზუალური მეტაფორაზე დაყრდნობით არის აწყობილი როგორც ლოგო, ასევე მთლიანად, ბრენდაიდენტიკა. თავდაპირველად, როცა კლიენტი დაგვიკავშირდა, შევთანხმდით ორ საწყის კონცეფციაზე: პირველი მიმართულება იყო მეტნაკლებად უსაფრთხო, მეორე – უფრო კონცეპტუალური, არასტანდარტული შესრულებით.

M: ვიცით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Pragmatika-ს ნამუშევარი Behance-ის კურატორების რჩეული ხდება. მოგვიყევით ამის შესახებ…
Pragmatika დარეგისტრირდა behance ზე 4 თვის წინ. ამ 4 თვის განმავლობაში ოთხჯერ მოვხვდით ფავორიტების კატეგორიაში, მათ შორის 3-ჯერ ბოლო ერთი თვის მანძილზე. ჩვენთვის კურატორების მხრიდან აღიარება არის ერთგვარი სტიმული, რომ ვაკეთოთ არამარტო კომერციულად წარმატებული პროექტები, არამედ პროექტები, რომლებზეც მუშაობა გვზრდის შემოქმედებითად. დღის ბოლოს, დიზაინერისთვის ყველაზე მნიშვნელოვნია ამაყობდე შენი ნამუშევრით და არ გრცხვენოდეს მათზე შენი სახელის მიწერა.

Behance არის დიდი პორტფოლიო საიტი, სადაც ყოველდღიურად იტვირთება ათასობით ნამუშევარი მსოფლიოს ყველა კუთხიდან. კურატორთა გუნდი ყოველდღიურად არჩევს ფავორიტ პროექტებს, რომლებიც თავსდება მთავარ გვერდზე, რაც საზოგადოებას აღმოცენების საშუალებას აძლევს. პლატფორმაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება არამხოლოდ კარგ შესრულებას, არამედ არასტანდარტულ დიზაინგადაწყვეტებს, ასევე პროექტის პრეზენტაციასა და აიდენტიკის გაშლას სხვადასხვა მედიაზე. 

„რეაგირება არსებულ ყალბ ცნობიერებასა და იდენტობებზე“ – ვიდეოფრაგმენტი TERE

ამერიკელი წყვილის ქართული რესტორანი ვაშინგტონში