„პრალინე” – ეს უბრალოდ კაფე არაა, ეს არის უნიკალური მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გემოვნება ხვდება ხარისხს; სადაც შეგიძლიათ, დატკბეთ უგემრიელესი დესერტებით, მიირთვათ ჯანსაღი და გემრიელი ლანჩი და, ამავდროულად, გაიაროთ საკონდიტრო მასტერკლასები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შეფკონდიტერებისგან.
მულტიფუნქციური სივრცის შექმნის იდეის გარშემო სამი სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანი გაერთიანდა. მათ სურდათ, შეექმნათ პროდუქტი, რომელიც თავისი ხარისხითა და ინოვაციურობით საქართველოს ბაზარზე საპატიო ადგილს დაიკავებდა.
Marketer-ის კითხვებს „პრალინეს” თანადამფუძნებელი, მაია ანთოშვილი პასუხობს.
M: მოგვიყევით კაფე-საკონდიტრო „პრალინეს” გახსნის ისტორია: ვინ არიან დამფუძნებლები, რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა და რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს?
მულტიფუნქციური სივრცის შექმნა ის საერთო მიზანი იყო, რომელმაც მე და ჩემი ბიზნესპარტნიორები, სალომე ჭანტურია და ეკატერინე ნაცვლიშვილი გაგვაერთიანა. შედეგად კი, შეიქმნა ,,პრალინე’’ – კაფე-საკონდიტრო და აკადემია ვერაზე, თარხნიშვილის 2 ნომერში.
სივრცე განკუთვნილია მათთვის, ვინც წასახემსებლად სასიამოვნო გარემოს და განსაკუთრებულ გემოებს ეძებს და, რაც მთავარია, მათთვის, ვისაც სურს წამყვან შეფკონდიტერებთან ერთად, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეში დაეუფლოს კონდიტერიას.
M: რა კონცეფციით შეირჩა სახელი „პრალინე” და ის იდენტობა, რაც კომპანიას აქვს?
პრალინე, როგორც კლასიკური ნაზავი, თხილითა და კარამელიზებული შაქრით მზადდება და ფრანგული კონდიტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინგრედიენტს წარმოადგენს. პრალინეს ჩვენი საკონდიტროს არაერთ დესერტში შეხვდებით და იგრძნობთ, რაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალიზმსა და განსაკუთრებულ გემოს სძენს, ეს კი ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას ხარისხისა და ფრანგული ტრადიციებისადმი.
სახელწოდების ავტორი ჩვენი გუნდის წევრი ეკაა, სწორედ მისი გამოცდილებით, უნიკალური კონცეფციითა და ხარისხის მაღალი სტანდარტებით, შევძელით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება მოკლე დროში.
M: როგორც ვიცით, ზაფხულში სატესტო რეჟიმში მუშაობდით. რა შედეგები მოიტანა ამ მუშაობამ და რა უკუკავშირი მიიღეთ მომხმარებლებისგან?
სერვისისა და პროდუქციის სრულყოფის მიზნით მუშაობა დავიწყეთ სატესტო რეჟიმში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, თითოეული უკუკავშირი გაგვეანალიზებინა, გაგვეთვალისწინებინა და სწორად შეგვეფასებინა მომხმარებელთა მოლოდინები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ სათანადო ძალისხმევა მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნაში და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად მცირეხნიანი ფუნქციონირებისა, ბრენდის მიმართ ლოიალურობა დღითი დღე იზრდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვით მიიღწევა.
M: ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა საკონდიტრო მიმართულებით. რით იქნება პრალინე გამორჩეული?
გეთანხმებით, საქართველოში საკონდიტრო ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, თუმცა პრალინე ბაზარზე თავისი უნიკალური ხარისხითა და პროფესიონალიზმით პოზიციონირებს. ვამაყობთ, რომ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო კონდიტერთა გუნდი მომხმარებელთათვის განსაკუთრებული გემოვნებისა და ვიზუალური გამოცდილების შექმნისთვის ენერგიას არ იშურებს.
პრალინეს კონცეფცია უნიკალურია იმით, რომ კაფე-საკონდიტროსთან ერთად მოიცავს საკონდიტრო აკადემიას. სერვისების მსგავსი სინერგია ერთ კომპანიაში გვაძლევს შესაძლებლობას, ადგილობრივ და საერთაშორისო დარგის ექსპერტებთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მაღალი დონის კონდიტერების ჩამოყალიბებაში, რაც დღეს ნამდვილად წარმოადგენს სფეროს ერთ-ერთ გამოწვევას.
M: რამდენად მრავალფეროვანია ასორტიმენტი, რომელსაც პრალინე მომხმარებელს სთავაზობს?
პრალინე მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტების ფართო ასორტიმენტს. პორციული დესერტებისა და სადღესასწაულო ტორტების გარდა, გვაქვს ჯანსაღი და უგემრიელესი საუზმისა და ლანჩის ფართო არჩევანი. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი ასორტიმენტი მოვარგოთ მომხმარებლის მოთხოვნებს და ვიზრუნოთ პროდუქციის მრავალფეროვნებასა და ხარისხზე.
M: რა სეგმენტზეა გათვლილი პრალინე, ვინ არის მისი ძირითადი მომხმარებელი?
პრალინეს პროდუქცია შექმნილია მომხმარებლის ყველა სეგმენტისთვის, რომლებსაც სურთ, დააგემოვნონ განსაკუთრებული დესერტები, მიირთვან საუზმე ან მსუბუქი ლანჩი კომფორტულ და მყუდრო ადგილას.
პრალინე აერთიანებს ტრადიციულსა და თანამედროვე მიდგომებს, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მას სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისთვის.
M: მოგვიყევით სამომავლო გეგმებზეც…
უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას საკონდიტრო აკადემიაც დაიწყებს, სადაც ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალების მიერ ჩატარებული მასტერკლასების მეშვეობით მიიღონ როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე მიდგომებით გაჯერებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. მასტერკლასების სერია კრუასანებით გავხსენით, რომელიც ჩვენი შეფკონდიტერის, მიხეილ ფცქიალაძის მიერ ჩატარდა და რაზე მოთხოვნამაც ჩვენსავე მოლოდინებს გადააჭარბა.
საინტერესოა ისიც, რომ ჩვენს აკადემიაში შეხვდებით არა მხოლოდ ქართველ, არამედ მსოფლიო მასშტაბით განთქმულ შეფკონდიტერებს, რომლებიც საქართველოს ერთი მისიით ესტუმრებიან – გააზიარონ თავიანთი ცოდნა და შექმნან დაუვიწყარი გემოები!
ეს მხოლოდ იმ გეგმების ნაწილია, რომლებზე საუბარიც ახლა შეიძლება, თუმცა ჩვენ გვწამს, რომ პრალინეს აკადემია არ შეწყვეტს როგორც საკუთარი თავის, ისე დაინტერესებული ადამიანების განვითარებაზე ზრუნვას!
[R]