სანამ ვიზუალური მხარის განხილვას დავიწყებთ, Pray Coffee Bar-ის შესახებ ცოტა რამ უნდა მოგიყვეთ. ეს ჯაზის თემატიკის კაფე-ბარია, რომელიც სეულში მდებარეობს. აქ არსებული გარემო 50-70-იანი წლების ჯაზის მიმართ მისი შემქმნელის გატაცებას ასახავს. აქ თქვენ შესაბამის აღჭურვილობასაც შეხვდებით, რომელიც იმ დროის ატმოსფეროს ასახავს. მაგალითად, Macintosh 240, C22 და Altec A5 კინოთეატრებში 60-იან წლებში გამოიყენებოდა… კაფე-ბარის სახელწოდებაც “Pray Coffee Bar” სწორედ იმ გრძნობებით იყო შთაგონებული, რასაც ეს მუსიკალური სტილი იწვევდა. თანაც, ეხება არც ისე შორეულ დროს, როცა ადამიანები „ლოცულობდნენ“ ისეთი ფასეულობებისთვის, როგორიცაა თავისუფლება და ადამიანის უფლებები.
ახლა კი უშუალოდ შეფუთვაზე გადავიდეთ, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები არის გრაფიკა, რომელსაც ID გრაფიკულ რესურსად იყენებს და ყურადღებას ამახვილებს ზოგიერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე. კონკრეტულად მათზე, რომლებიც ამ სეგმენტში მუსიკოსებს სჭირდებათ — მაგალითად, ბასი და ფორტეპიანო. ფერებად კი კლასიკურად შავი და კრემისფერია არჩეული, რათა სიძველის ეფექტი უკეთ გადმოგვცენ. თუმცა ამ კრემისფერმა ძველი გაზეთის ფერიც კი შეიძლება მოგაგონოთ…
ხოლო თუ გაინტერესებთ, რა უთხრეს Pray Coffee Bar-ის მფლობელებმა დიზაინერებს, ბრიფის ნაწილს შემოგთავაზებთ: „ჩვენი მიმართულება არის ჯაზის კულტურა, შავი სული, რომელმაც თავისი ბრაზი, დეპრესია და სიბნელე ჯაზში გადაიტანა. ჩვენ ასევე გვინდა, ვიპოვოთ სიტკბო ესპრესოს სიმწარეში და განვავითაროთ ჩვენი უსაზღვრო შინაგანი პოტენციალი. შევარჩიეთ 1950-1980-იანი წლების ჯაზი თავისი მხატვრული აუდიო აღჭურვილობით. ჩვენი ახალი იმიჯი რომ გავაგრძელოთ, შთამაგონებელი ჯაზის მუსიკის ლეიბლიც შევქმნათ. თავისუფლება, ადამიანის უფლებები, მშვიდობა. ეს დღეს ასე აშკარაა, მაგრამ 1950-1970-იან წლებში ამის განსახორციელებლად გამბედაობა იყო საჭირო. სადღაც რომელიმე ეპოქაში ზოგი ადამიანი ამ ღირებულებებისთვის ლოცულობს“.
Pray Coffee Bar-ის ვიზუალურ მხარეზე კი MONGA-ს დიზაინის სტუდიამ იმუშავა.