in

27 ივნისს ფესტივალ TBILISI SUMMER SET-ის ოფიციალური პრე–ფართი გაიმართება!!!

pan-pot

BOG
BOG

27 ივნისს 23:00–ზე მათე მოტორსის ახალ აშენებულ პავილიონში ფესტივალ TBILISI SUMMER SET–ის ოფიციალურ პრე ფართიზე ბერლინური ტექნოს ლეგენდა PAN-POT დაუკრავს.

ათასობით მელომანს საშუალება ექნება წინასწარვე ნახოს და შეაფასოს ლოკაცია, სადაც 11 და 12 ივლისს ამეირკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული ფესტივალი TBILISI SUMMER SET გაიმართება.

27 ივნისს 2014 წლისთვის ერთ–ერთი ყველაზე ტრენდული დუეტის PAN-POT-ის გარდა, მოსულ სტუმრებს დახვდებათ ფოტო, ლაუნჯ და გეიმზონები, რომელიც ევროპული და ქართული ფესტივალების ტრადიციად იქცა.

PAN-POT თანამედროვე ტექნო სცენაზე 2005 წელს გამოჩნდა და თავი განსხვავებული მუსიკალური ჟანრებისა და ვოკალის ჰარმონიული შერწყმით დაიმკვიდრა. 2014 წელს დუეტის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, მათ მუსიკალური ლეიბლი SECOND STATE ჩამოაყალიბეს. კოლექტივის ანგარიშზე 20–მდე ალბომი და იფი ირიცხება.

ერთდღიან ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენას მელომანები ონლაინ რეჟიმში (MYTICKETS.GE) და ადგილზე საღამოს 8 საათიდან შეძლებენ.

მისამართი: მათე მოტორსის პავილიონი; დიღმის მე–12 კილომეტრი (დიღმის გუდვილიდან ცენტრისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარე; შენობა გაფორმებულია ფესტივალის დროშებით)

FILM LIONS – Cannes 2014

25-26-27 ივლისი – “მენეჯმენტი სამედიცინო ორგანიზაციებში”