in

კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა Predator Thronos უკვე ელიტ ელექტრონიქსშია

ელიტ ელექტრონიქსს, საახალწლოდ, უჩვეულო სტუმარი ეწვია Acer-ის ოჯახიდან. ეს Predator Thronos-ია! “ეისერი” Predator-ის სახელით დიდი ხანია კიბერსპორტის პროფესიონალებისთვის და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისთვის აწარმოებს კომპიუტერებსა და აქსესუარებს. ამჯერად კი, სრული კომპლექტი Predator Thronos შემოგვთავაზა, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი გეიმერის გულს დაიპყრობს. Predator Thronos უახლესი მოწყობილობაა, რომელიც აერთიანებს სამ 27ინჩიან მონიტორს, Predator Orion 9000-ის პროცესორს, Predator Cestus 510 gaming-ის მაუსს, Aethon 500 gaming-ის კლავიატურას, Predator Galea 300 Gaming-ის ყურსასმენებს და რეგულირებად კომფორტულ სკამს.

 

 

25 დეკემბერს, Acer-მა და ელიტ ელექტრონიქსმა ჩაატარეს ჩემპიონატი Fortnite-ში. საუკეთესო მოთამაშეებს Acer-ის პლანშეტი და Predator-ის ჩანთები გადაეცათ საჩუქრად.

[R]

“ზედმეტად კარგი იმისთვის, რომ მოითმინო”

ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების 20 წლით გაცემაზე აუქციონი გამოცხადდა