in

ყავა ყავის მარცვლების გარეშე — საკვები ნარჩენებისგან მიღებული ალტერნატივა

სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპი Prefer ცდილობს, ყავა ყავის მარცვლების გარეშე აწარმოოს. ნეირომეცნიერ ჯეიკ ბერბერისა და კვების მეცნიერის, დინგ ჯიის მიზანია, მდგრად განვითარებაზე სათანადოდ იზრუნონ.

M2
M2

რა თქმა უნდა, ტიპური ყავის არომატი არ ექნება, თუმცა ინდუსტრიის ეკოლოგიურ ალტერნატივას წარმოადგენს — ის სოიოს მარცვლის, ძველი პურისა და ლუდისგან მორჩენილი ქერის მარცვლებისგან შედგება. ამავდროულად, წარმოებისთვის საჭირო პროცესი მხოლოდ 48 საათს მოიცავს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ხეების მომწიფებისთვის საჭირო წლებისგან.

როგორც თავად განმარტავენ, ეს ახალი სასმელი მარტივად იქცევა ყოველდღიურობის ნაწილად და მის ჩამოსასხმელად სპეციალური გაჯეტები არაა საჭირო. ბარისტები ჩვეულებრივ მეთოდებს გამოიყენებენ, ხოლო მომხმარებლები განსხვავებას ვერ იგრძნობენ. სხვა სიტყვებით, იდეა თითქმის იდენტური ალტერნატივის შემუშავებაა, რათა ანალოგიური გემოს შენარჩუნებით, უფრო მდგრად გზას დაადგნენ.

უბრალოდ, Prefer Coffee არ შეიცავს კოფეინს — ამისთვის კოფეინის ფხვნილის დამატება იქნება საჭირო.

ფილმები, რომლებიც 2024 წლის ოსკარებზე გამარჯვებას ელიან

2 ახალი ქართული ბრენდი და ბიჭოლას უკრაინული ამბავი