in

პრეისტორიულ მხატვართა დიდი ნაწილი ბავშვი იყო — კვლევა

კემბრიჯისა და ესპანეთის კანტაბრიის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა 180 პრეისტორიული ნახატი შეისწავლეს, რომლებიც ესპანეთის გამოქვაბულების კედლებზეა გამოსახული. შედეგად, მათ დაადგინეს, რომ უფრო მეტი ანაბეჭდი ბავშვებს ეკუთვნოდა — არაუმეტეს ორი წლისა.

M2
M2

ჟურნალ Archaeological Science-ში გამოქვეყნებული დასკვნები აჩვენებს, რომ გამოქვაბულის ნახატების, დაახლოებით, 25% ბავშვების ხელით არის შექმნილი. მათი ასაკი ძირითადად 3-დან 10 წლამდე მერყეობს. ამის საფუძველზე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შეიძლება, პალეოლითის ხანაში მხატვრობა რეკრეაციული ოჯახური საქმიანობა იყო.

კედლებზე გამოსახული ხელის ანაბეჭდები იმაზე დიდი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ისევე, როგორც საგნის სპრეით მოხატვა, მათი ტექნიკა ყველაფერს რეალურ ობიექტებზე დიდს აჩენდა. ამიტომაც, ფიქრობდნენ, რომ ისინი ზრდასრულ მამაკაცს ეკუთვნოდა.

„როდესაც საღებავიანი ხელი კედელს ეხება, ყოველთვის რამდენიმე სანტიმეტრიანი შეუსაბამობა არსებობს, რადგან სილუეტი უფრო დიდია. ჩვენ გამოვთვალეთ ეს შეცდომა და აღმოჩნდა, რომ ბავშვების ხელების რაოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდით“, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი ვერონიკა ფერნანდეს-ნავარო.

ამასთან, სავარაუდოა ზრდასრულების ჩართულობაც, ზედამხედველობისა და პიგმენტების საჭირო ადგილას გადატანის კუთხით. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნება ერთგვარად ოჯახური საქმიანობა იყო.

ამჟამად მეცნიერები ცდილობენ, გაშიფრონ მოხრილი თითების განმეორებითი ნიმუშები და დაადგინონ, წარმოადგენს თუ არა ეს ჟესტები გარკვეულ სიგნალებს. „გვსურს, გავარკვიოთ, არის თუ არა ეს რაიმე კოდი, რომლის ინტერპრეტაციაც ისევე შეძლეს, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს გაჩერების ნიშანი“, — ამბობს ნავარო.

ბუნებრივი და ხელოვნური შაქრის ძირითადი მხარეები

გადაუვლის თუ არა Tesla Model 3 გზაზე მიმავალ კატას? — ექსპერიმენტი