in

მხარდაჭერის ძალა 30-წამიან რეკლამაში

ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ყველაფრისგან იღლება, დიდ სტრესს განიცდის და ვერც სამუშაოდ პოულობს ძალას. ამაში არაფერია უცხო ან განსაკუთრებული, უბრალოდ სათანადო ყურადღება სჭირდება — თუნდაც ერთი გამამხნევებელი სიტყვა. ეს ჩანს სადაზღვევო კომპანია Premera Blue Cross-ის 30-წამიან რეკლამაშიც, რომელშიც არა მისი სერვისი, არამედ უშუალოდ დამოკიდებულება და ნარატივია საინტერესო.

BOG

ვიდეოში ვხედავთ მამაკაცს, რომელიც თავის კაბინეტში ზის და ცდილობს, მძიმე ცხოვრებისეულ სირთულეს გაუმკლავდეს. ორი კოლეგა გამამხნევებელ წარწერებს დაუწერს — ასე ხვდება, რომ ხედავენ, ესმით და მის გვერდით არიან. თითქოს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სწორედ ეს გვაძლევს მძიმე მომენტებში საჭირო ძალას.

დაფარე ტოპ|ქარდის გადასახადი საკომისიოს გარეშე მხოლოდ PayBox-ის ტერმინალებში

როგორ დავადეპოზიტო და გავიტანო თანხა კრიპტო ბირჟიდან სწრაფად და მომგებიანად ნებისმიერ დროს?