22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ღვინის ქარხანაში ხელოვანი ადამიანებისა და მათი შემოქმედების აღიარების პრემია „იკა“, 8 ნომინაციაში გამარჯვებული ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიას გამართავს. მარკეტერი, ექსკლუზიურად, წარმოგიდგენთ გრანდ ჟიურის წევრებს:
ლიტერატურა: აკა მორჩილაძე, ფოტოგრაფია: გურამ წიბახაშვილი, მუსიკა: ნიკა მაჩაიძე, კინო: თეო ხატიაშვილი, ილუსტრაცია: მაია სუმბაძე, მხატვრობა: მამუკა ცეცხლაძე, პოსტერის დიზაინი: გიორგი დადიანი, CRAFT – გუგა კოტეტიშვილი.
პრემია IKA-მ შემოქმედებით სფეროში მოღვაწე 50-ზე მეტი პროფესიონალი გააერთიანა: მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური არტის სხვა სფეროებიდან და მათ IKA-ს პრემიის „კულტურის ატაშეები“ უწოდა: მაია აბაშიძე, ბაია სიხარულიძე, ანდრია დოლიძე, გიორგი მასხარაშვილი, მარგო ზუბაშვილი, ნინო ორჯონიკიძე, ნუცა წიქარაძე, ალექსანდრე კორძაია, ერეკლე დეისაძე, ლევან ლოლიშვილი, ვაჟიკო მარი, ალექს ჩიღვინაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნავერიანი, დინა ოგანოვა, ნარი ნაკანი-მამასახლისი, დარო სულაკაური, ხატია ჭითორელიძე, ნინო დარასელი, ლევან ასათიანი, დეა ავალიანი, ირაკლი გაფრინდაშვილი, ნინო სეფო.
„კულტურის ატაშეებმა“ პოტენციური ნომინანტების სია შეადგინეს, შიდაგადარჩევის შემდეგ კი, თითოეული კატეგორიის შორტლისტში მოხვედრილი 5 არტისტი გრანდ ჟიურის წარუდგინეს. სწორედ გრანდ ჟიურის 8 რჩეული გამოვლინდება 22 დეკემბერს. პრემია „იკა“ კი მათ საჩუქრებს გადასცემს.
ნომინანტები შემდეგი კრიტერიუმებით განვსაზღვრეთ: ა) შრომისმოყვარეობა; ბ) სტაბილურობა; გ) ძიება და გაბედული მხატვრული გადაწყვეტილებები. მთავარია, ახალგაზრდა ხელოვანებმა შეინარჩუნოთ საკუთარი ხედვა და გაგაჩნდეთ (თვალ)საზრისი! მხოლოდ ასე შეძლებთ, შეიმუშაოთ მსოფლმხედველობა, რაც გამოგარჩევთ „უმეტესობისგან“, – ბაია სიხარულიძე, ნომინაცია „ილუსტრაცია“.
კულტურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის საზოგადოებისა და მისი ცნობიერების ამაღლებისთვის. ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები და ბევრი გამოწვევა გვჭირდება, რომ თვითრეალიზაცია მოხდეს როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ვისურვებდი, რომ მსგავსი და ბევრი კულტურული აქტივობა იყრიდეს თავს ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად ვისწრაფოდეთ განვითარებისთვის. ადამიანები თუ ვითარდებიან, ქვეყანაც აუცილებლად მიჰყვება მათ – გვანცა ჩლაიძე, „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი.
22 დეკემბერს, ღვინის ქარხანაში, დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება გამარ
შეგახსენებთ, რომ პრემია „იკა“ 18 ნოემბერს, დამწყები, უცნობი არტისტების მხარდაჭერად, ხელოვანი ადამიანებისა და მათი შემოქმედების აღიარებისთვის, სანდრო კაკულიას ინიციატივით შეიქმნა, დევიზით: „ყველაფერი, რასაც შემოქმედი ადამიანი საკუთარი თავის, ანდაც, საკუთარი იდეის გამოსახატად აკეთებს, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია!“
პრემიის მეგობარი სარეკლამო სააგენტოები არიან: Betterfly, SocialSharks, FollowtheFox და Mozaika.
პრემიის წარმდგენია – „ტერაბანკი“. „არტარეასთან“ კი, „იკამ“ გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმა.











