იქ, სადაც რომის იმპერიის ყველა იმპერატორის პორტრეტების უნიკალური და განუმეორებელი კოლექცია ინახება. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 22:30-ზე დაჯილდოების ცერემონიას თვალი ადევნოს ტელეკომპანია TV პირველის პირდაპირ ეთერში, ასევე, თიბისისა და „საბას“ ფეისბუკის გვერდებზე.
წელს, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება, მათგან 6 ნომინაციის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. დარჩენილი 4 ნომინაციის ფინალისტების სახელები და გვარები, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, უშუალოდ, დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „საბა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის და ორმაგი ზეიმის მომსწრე ხდება, როგორიცაა: საქართველოს წარდგენა მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე და კიდევ ერთი წლის ლიტერატურული მოსავლის შეფასება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ცერემონიას უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლები დაესწრებიან. ასეთი საპატიო სტუმრების მოწვევა ემსახურება კონკრეტულ მიზანს – ქართული წიგნის პოპულარიზაციას. ამ ნაბიჯით ჩვენ გვსურს, რომ მათში თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გავზარდოთ და ხელი შევუწყოთ, რაც შეიძლება მეტი ახალი ტექსტის გამოცემას უცხოური გამომცემლობების მიერ, – ამბობს „საბას“ დირექტორი, ირინა ჯავახაძე.


ლოგო უნდა გამხდარიყო უფრო თანამედროვე და ციფრული, თანაც ადვილად ინტეგრირებადი ინტერნეტის სივრცეში, მობილურ აპლიკაციასა და ვებგვერდზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო „მემკვიდრეობის“ თემა. „საბას“ ხომ თექვსმეტწლიანი ისტორია აქვს. საზოგადოების ცნობიერებაში დაჯილდოების პრემიის სიმბოლურ გამოსახულებასთან – ბუმბულთან ასოცირდება, – თიბისი ბანკის დიზაინერი, სოფო კვანტალიანი.
„საბას“ მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე თიბისი პარტნიორთა საბჭოს ქმნის, რომელსაც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და ინტელექტუალური და ინსტიტუციონალური რესურსებით გააძლიეროს „საბა“ იმისათვის, რომ უფრო სახალხო გახდეს. საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი ინსტიტუციებია:
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
„საბა“ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტიებთან ერთად, როგორებიცაა: „ქალაქი ბიბლიოთეკა“ (უფასო ელექტრონული წიგნები მწერლების სახელობის ქუჩებსა და ქალაქის სკვერებში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში – ერთგვარ, ღია ბიბლიოთეკად იქცა), „იკითხე მთაში“ – ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც 350-ზე მეტი ხმოვანი წიგნი უფასოდ გადაეცემა უსინათლო ან მცირედმხედველ მომხმარებლებს, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა თბილისის მეტროში და სხვა, აპირებს, რომ სააგენტო „ლივინგსტონის დახმარებით, მკითხველებს ახალ აპლიკაცია შესთავაზოს.















