12
Aug
2019

ინგლისის პრემიერ ლიგა adjarasport.com-ზე 

12 Aug 2019

adjarasport.com, სპორტის მოყვარულებს, სიახლეს სთავაზობს – 9 აგვისტოდან, ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშები ინტერნეტში, ექსკლუზიურად adjarasport.tv-ზე გავა.

„adjarasport.com ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი გულშემატკივარი, მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატის თამაშებს, სრულიად უფასოდ ნახავს“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროექტისთვის სპეციალური პლატფორმა adjarasport.tv შეიქმნა, სადაც თამაშების პირდაპირი რეპორტაჟები, ოფიციალური მიმოხილვები, მატჩების სრული ჩანაწერები და სხვა ექსკლუზიური ვიდეოკონტენტი გავა.

„სპორტის მოყვარულებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ადამიანს უნდა საშუალება ჰქონდეს, ნებისმიერი თამაში სასურველი მოწყობილობით ნახოს. ყოველწლიურად იზრდება მათი რიცხვი, ვინც სპორტულ ღონისძიებას, მხატვრულ ფილმსა თუ სასურველ სერიალს ინტერნეტით უყურებს. Adjarasport.tv სრულიად უფასო პლატფორმაა, სადაც სპორტის მოყვარულები, სხვადასხვა დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟს ნახავს, სურვილისამებრ გადაახვევს ან სრულ ჩანაწერს უყურებს. ჩვენს ახალ ვებგვერდზე, მაყურებელი, შეძლებს, სასურველი თამაში თავად აირჩიოს და არ იყოს სატელევიზიო ბადეზე დამოკიდებული“, – ამბობს adjarasport.com-ის ხელმძღვანელი ჯუბა გრიგოლია.

მისი თქმით, ინგლისის პრემიერ ლიგა წლებია, ფეხბურთში მსოფლიოს წამყვანი საკლუბო ჩემპიონატია. 2018/19 წლების სეზონში პრემიერ ლიგის თამაშები 4 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იხილა და ამ შედეგთან ახლოს არცერთი ჩემპიონატი არ არის.

„პროექტის მოსამზადებელი პერიოდი ხანგრძლივი და რთული იყო. როგორც იცით, პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი საფეხბურთო ჩემპიონატია. გვინდოდა, ახალი წამოწყება ისეთი ჩემპიონატით დაგვეწყო, რომლისადმი ინტერესიც საქართველოში უდიდესია, სადაც ყველაზე მეტი საკლუბო გრანდი თამაშობს. გვსურდა, მაყურებელს საშუალება ჰქონოდა, ყველა თამაში სურვილისამებრ ენახა“.

ინტერნეტ – პლატფორმა adjarasport.tv, სპორტის მოყვარულებს, ATP-ის უმთავრესი საჩოგბურთო ტურნირების, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყველა დაპირისპირების ნახვის საშუალებასაც აძლევს.

„adjarasport.tv ქართულ ონლაინსივრცეში ახალი სიტყვაა. პრემიერ ლიგა და ATP-ის ტურნირები კი ამ ყველაფრის დასაწყისია. ჩვენი გუნდი სხვა სპორტული ჩემპიონატების ს„ტრიმინგზეც“ მუშაობს და მაყურებელი, უახლოეს პერიოდში, არაერთ სიურპრიზს უნდა ელოდოს“, – ამბობს ჯუბა გრიგოლია.

[R]

განხილვა