პრემიუმ ლაზერმა ექსკლუზიური ლაზერული აპარატი გამოუშვა, რომელსაც კომპანიის სახელი — Premium Laser ჰქვია. 4-სხივიანი აპარატის დიზაინზე სპეციალისტები 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
კომპანიამ ამერიკული ლაზერბარისა და იტალიური მოყინვის სისტემის მქონე აპარატი 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა და გასული წლის შემოდგომაზე ერთგულ მომხმარებლებსაც წარუდგინა, ფურშეტი და გათამაშება მოაწყო, რის შემდეგაც სტუმრები მრავალფეროვანი პრიზებითაც დაასაჩუქრა.
„მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. პრემიუმ ლაზერის აპარატები გამოირჩევა გამძლეობითა და ტექნიკური გამართულობით, რის გამოც ჩვენი კლიენტები შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ ატყობენ. აპარატებს მოჰყვება საერთაშორისო FDA, ISO და CE სერტიფიკატები, 2-წლიანი გარანტია, 2 ლაზეროთერაპევტის გადამზადების კურსი და უფასო საინჟინრო მომსახურება, მათ შორის მიწოდება და მონტაჟი მთელი საქართველოს მასშტაბით“, — ამბობენ კომპანიაში.
სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ქართულ ბაზარზე უკვე 3 წელზე მეტია, მოღვაწეობს და მომხმარებლებს დახვეწილ, თანამედროვე და ინოვაციურ ესთეტიკურ აპარატებს სთავაზობს. ახლა უკვე პრემიუმ ლაზერი აპარატების მიწოდებას ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მთლიანობაში, ბრენდი ასობით კმაყოფილ კლიენტსა და 200-ზე მეტ გაყიდულ აპარატს ითვლის.
[R]