in

სერვისი Premium Lite – რეკლამებისგან თავისუფალი ვიდეობი YouTube-ზე

მისი ღირებულება თვიურად 6.99 ევროს შეადგენს

veon
veon

YouTube ევროპის მასშტაბით ახალ ფუნქციას ტესტავს, სახელწოდებით “Premium Lite“, რომელიც მისი პრემიუმ ვერსიის სხვა მახასიათებლების გარეშე ვიდეოების ურეკლამოდ ყურებას გთავაზობთ.

“Lite” გეგმის დანერგვა გულისხმობს, რომ მომხმარებლებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი ხაზგარეშე გადმოტვირთვით ან ფონური დაკვრით, მაშინაც შეეძლებათ რეკლამებისგან დასვენება.

“სკანდინავიასა და ბენილუქსში (ისლანდიის გამოკლებით) ახალ შეთავაზებას ვამოწმებთ, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი არჩევანი მივცეთ. Premium Lite-ის ღირებულება თვიურად 6.99 ევროს შეადგენს და რეკლამებისგან თავისუფალ ვიდეოებს გულისხმობს” – აცხადებს იუთუბის სპიკერი.

სტანდარტული YouTube Premium გეგმა ევროპაში დაახლოებით 11.99 ევრო ღირს, ხოლო აშშ-ში – $11.99. იგი მოიცავს როგორც ურეკლამო ვიდეოებს, ისე ხაზგარეშე ჩამოტვირთვებს, ფონურ დაკვრასა თუ ჭკვიან ტელევიზორებსა და კონსოლებში მუსიკის მოსმენას.

როგორც ჩანს, ახალი სერვისი პრემიუმ გეგმის ფასზე დაახლოებით 60%-ით ნაკლებია და ამასთან, ფუნქციების მხოლოდ მეოთხედს გვთავაზობს. თუმცა, როგორც კომპანია აცხადებს, გეგმა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ სტადიაზეა და გარკვეული ცვლილებები არ გამოირიცხება.

მეცნიერებმა, მაგნიტური ჩაფხუტით, წარმატებით შეამცირეს მომაკვდინებელი სიმსივნე

ნახეთ: ცარცით შესრულებული ნახატებით გაცოცხლებული ტროტუარები