in

მეცნიერები მუშაობენ პრეპარატზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება

სამწუხაროდ, დღევანდელ დატვირთულ ყოველდღიურობაში ნაკლებად გვრჩება ხოლმე ვარჯიშის დრო — თანაც ეს იმის ფონზე, კარგად რომ გვაქვს გააზრებული ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა. ალბათ, სწორედ ამას უკავშირდება მეცნიერების უახლესი ინიციატივაც, რომლის ფარგლებშიც ვარჯიშის ეფექტის მქონე პრეპარატზე მუშაობენ — სხვა სიტყვებით, ის ადამიანებს დაეხმარება, ფიზიკური აქტივობის გარეშე მიიღონ ანალოგიური შედეგი.

M2
M2

თუმცა ვიდრე სავარჯიშო ტანსაცმელს გადაყრით, გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო წარმოებამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი ეფექტებიც ექნება.

როგორც ფლორიდის უნივერსიტეტის პრესრელიზშია ნათქვამი, ახლად შემუშავებულმა ნაერთმა SLU-PP-332 მსუქან თაგვებში წონის კლება გამოიწვია. ისე, თითქოს მარათონში იღებდნენ მონაწილეობას… თავისთავად, ამგვარი ეფექტი მეტაბოლიზმის გაუმჯობესებასა და მეტ ენერგიას იწვევს, რაც გამძლეობაზეც აისახება. „ძირითადად, ეს ნაერთი კუნთებში ისეთივე ცვლილებებს იწყებს, როგორც ვარჯიშის დროს ხდება. ამის გათვალისწინებით, SLU-PP-332 ე. წ. EEF პროტეინებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ტვინის, გულისა და სხვა კუნთების მუშაობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, — განმარტავს თომას ბურისი, კვლევის ხელმძღვანელი.

მართალია, კვლევა წარმატებით ჩატარდა, მაგრამ თაგვები ადამიანები არ არიან, ამიტომ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ იმოქმედებს ეს წამალი ადამიანებზე.

Mastering The Blockchain – სამ კვირიანი პროგრამა ბლოკჩეინ ინდუსტრიაზე, ბიტკოინისა და „Peer-to-Peer“ ტექნოლოგიების გავლენაზე ფინანსურ და სიტყვის თავისუფლებაზე!

3 გზა, რომლითაც მომხმარებელთა ინსაითები საუკეთესო CMO-დ გაქცევთ