in

Pressto — AI პლატფორმა, რომელიც ბავშვებს წერას ასწავლის

veon
veon

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ უდიდესი ნეგატიური ტალღაა აგორებული, ბევრი ჩვენგანი ამ ტექნოლოგიას გონივრულად იყენებს. ასეთია ბრუკლინში დაფუძნებული სტარტაპი Pressto, რომელიც გენერაციულ AI-ის ეყრდნობა, რათა მასწავლებლებს გაკვეთილის დაგეგმვაში დაეხმაროს და ამავდროულად, წერის კულტურის გაუმჯობესებაშიც შეუწყოს ხელი.

მისი ისტორია 2021 წელს იწყება, იქამდე, ვიდრე OpenAI-ის სისტემა მთელ მსოფლიოს გააოცებდა. სტარტაპის დამფუძნებლის, დანიელ სტედმანის მთავარი შთაგონება კი იმედგაცრუება იყო — არ მოსწონს, როგორ ასწავლიან წერას სკოლებში, რაც შემდგომში ყველა სახის ტექსტს მოსაწყენსა და უინტერესოს ხდის. რომ აღარაფერი ვთქვათ გამოცდების კარგად ჩაბარებასა და უშუალო თუ საქმიან კომუნიკაციაზე.

სტუდენტების პერსპექტივიდან, Pressto გამორიცხავს ცარიელი ეკრანის ყურების მტკივნეულ შეგრძნებას — თავიდანვე ინტერაქციული სახით სთავაზობს იდეებს, რათა წერის დაწყება გაუმარტივდეთ. ამასთან, მასწავლებლებს შეუძლიათ, სავარჯიშოები აქვე ჩანიშნონ, დაავალონ სტატიების, ბლოგებისა და ესეების დაწერა.

თავის მხრივ, Pressto-ს AI მომხმარებლებს სთავაზობს თემების გენერატორებს, კონკრეტულ პერსონალიზებულ მოთხოვნებზე დაფუძნებულს. ბევრი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მსგავსი ხელსაწყო შემოქმედებით აზროვნებას ხელს შეუშლის, თუმცა ექსპერტთა მოსაზრება განსხვავებულია — მათი თქმით, ეს პირიქით, ერთგვარი იმპულსი და შთაგონება იქნება.

მეცნიერებმა მუხლუხო-რობოტი შექმნეს, რომელიც კარის ქვეშაც კი ძვრება!

ზღაპრის როლი ბავშვის განვითარებაში — რატომ არის ის მნიშვნელოვანი?