ციფრული სოლიდარობის პლატფორმა Prevencia.ge ლაივშია! პროექტის ავტორებმა ის 26 საათის განმავლობაში შექმნეს!
ახალი საიტი იძლევა საშუალებას მარტივად, ერთ სივრცეში, მიიღოთ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ონლაინ/დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
მარკეტერი პროექტის ერთ-ერთ ავტორს – მირიან ჯუღელს ესაუბრა:
პლატფორმა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა 26 საათში შექმნეს. prevencia.ge-ს 2 მიზანი აქვს:
1) ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია დისტანციური სერვისების და პროდუქტების შესახებ, რათა მათ სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ ამ სერვისებით და პროდუქტებით.
2) სწრაფად და ეფექტურად ებრძოლოს ყალბ ამბებს, რომლებიც აქტიურად ვრცელდება ინტერნეტში.
ასევე შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ადამიანებს ყალბი ამბების გაზიარება და ამოცნობა შეუძლიათ: https://www.facebook.com/groups/prevencia.ge/
პლატფორმის ავტორებმა ასევე შექმნეს ჩეტბოტი ფეისბუქზე, რომელიც ადამიანებს ინფორმაციის ადვილად მოძიებაში დაეხმარება: https://www.facebook.com/prevencia.ge