in

PriceLab – ფასების შედარების სერვისი საქართველოშიც გამოჩნდა!

PriceLab.ge გვათავაზობს სერვისს, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია ქართულ ონლაინ-მაღაზიებში არსებული ტექნიკის ფასები და მონაცემები შეადაროს. საიტზე ფასების და პროდუქტების განახლება ყოველდღიურად ხდება.

ამჟამად საიტზე განთავსებულია 11 ონლაინ-მაღაზია და 5 კატეგორიის პროდუქცია:

  • სმარტფონები
  • ტელევიზორები
  • ტაბლეტები
  • ჭკვიანი საათები
  • სათამაშო კონსოლები

PriceLab.ge-ზე საერთო ჯამში 2000-ზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი.

მომხმარებელს აღარ დასჭირდება სხვადასხვა მაღაზიის საიტზე პროდუქტის მოძებნა და ერთმანეთთან შედარება. პროექტის მიზანია მომხმარებელმა მარტივად, მოსახერხებელი ინტერფეისიდან შეძლოს პროდუქტის არჩევა და მაღაზიებში არსებული ფასების დათვალიერება.

PriceLab.ge-ს სამომავლო გეგმებში ყველა ქართული ონლაინ-მაღაზიის დამატება და საპროდუქტო კატეგორიების შევსებაა.

[R]

Louis Vuitton-ის ჩანთებისგან შექმნილი ვარსკვლავური ომების პერსონაჟები 

საკუთარი რესტორანი საახალწლო საჩუქრად! – Burger King-ის სიურპრიზი ერთგული მომხმარებლისთვის