„პრაიმმა“, ამჯერად, უნიკალური ბარათი წარადგინა – Prime Card ეს არის ინოვაციური პროდუქტი „პრაიმში“ დაზღვეული პირების ოჯახის წევრებისთვის, ანუ მათთვის, ვინც დაზღვევით არ სარგებლობს. Prime card ფასდაკლების ბარათია, რომელიც ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე ვრცელდება. ექსკლუზიური ფასდაკლების მიღება როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ და სტომატოლოგიურ მომსახურებებზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, ბარათის მფლობელებს შეუძლიათ, მიიღონ ფასდაკლება რეპროდუქტოლოგიური პრობლემატიკის დიაგნოსტიკა და მკურნალობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ოჯახის ექიმთან უფასო კონსულტაცია მთელი წლის განმავლობაში ულიმიტოდაა შესაძლებელი.
კორპორატიული დაზღვევა, ხშირად ყველა სამედიცინო სერვისს არ ანაზღაურებს, „პრაიმ ქარდის“ საშუალებით კი ექსკლუზიური ფასდაკლების მიღება ნებისმიერ სამედიცინო სერვისზე იქნება შესაძლებელი. სწორედ ამაშია უნიკალურობა.
რა ტიპის მომსახურებაზე ვრცელდება ფასდაკლება და რამდენად მრავალფეროვანია პროვაიდერი სამედიცინო კლინიკების ჩამონათვალი?!
ექსკლუზიურად მაღალი ფასდაკლება სრულ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორია, სტაციონარი, სტომატოლოგია, ორთოდონტია, ორთოპედია, ასევე რეპროდუქციული კვლევები და სხვა) ვრცელდება.
რაც შეეხება პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებს, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ფასდაკლების ოდენობა თითოეულ კლინიკასა თუ სტომატოლოგიურ ცენტრში 20-60% მდე მერყეობს.
[პარტნიორის კონტენტი]











