in

სექტემბრიდან ახალი ფიტნეს კლუბი, Prime Fit იხსნება

სექტემბრიდან საბურთალოს ტერიტორიაზე (ვაჟა-ფშაველას გამზ. N71) ახალი, პრემიუმ კლასის ფიტნეს კლუბი, Prime Fit იხსნება. ეს იქნება დიდი, ნათელი, მინიმალისტური დიზაინით გაფორმებული სივრცე, რომელიც ტრადიციული ფიტნეს ცენტრების იდეის ერთგვარი გადახედვაა. 

რას გვთავაზობს კლუბი? 

აქ იქნება სხვადასხვა სართულზე განლაგებული ორი საცურაო აუზი. მოზრდილებისთვის გათვლილი დიდი ნათელი ფართობი, რომელიც მოიცავს 25-მეტრიან აუზის, ჰიდრომასაჟითა და ჩანჩქერით, ასევე ლაუნჯის ზონას, სადაც შეზლონგებია განთავსებული. ცენტრში ცალკე იქნება საბავშვო აუზი, რომელიც უმასპინძლებს ბავშვებს სამი წლის ასაკიდან.
აუზთან ერთად ახალ ფიტნეს კლუბში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია სპორტული, 390 კვადრატული მეტრის დარბაზი, რომელიც პრემიუმ ხარისხის ინვენტარითაა აღჭურვილი. აქ არის ორი დარბაზი ჯგუფური ვარჯიშისთვის, 66 და 76 კვადრატული მეტრი ფართობით, საცოცი კედელი და ველო-სტუდია.

აღსანიშნავია ისიც, რომ Prime Fit-ში იფუნქციონირებს spa ცენტრი, სადაც სხეულის მოვლის საუკეთესო პროცედურები და სპეციალისტები დაგვხვდებათ, რომლებიც დაგეხმარებიან ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და რელაქსაციაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლუბი სექტემბრიდან გაიხსნება, თუმცა თქვენ უკვე შეგიძლიათ, ექსკურსიაზე დარეგისტრირდეთ primefit.ge ვებგვერდიდან. ამ დროისთვის Prime Fit აქციას გთავაზობთ – ულიმიტო ფიტნესის წელი აუზით. პირველ 50 აბონიმენტზე საფასური იქნება 1790 ლარი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გახსნის დღის მოახლოებასთან ერთად, საფასური იზრდება. თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ, ამ ნომერზე დარეკოთ:  322 002 177 ან 577187710, რომელზეც ყველაფერზე ამომწურავად გიპასუხებენ.

[R]

Spotify და easyJet თქვენი „ფლეილისთის“ მიხედვით სამოგზაურო ადგილს გირჩევენ

4 გზა ბრენდის ზრდის დასაგეგმად