იურიდიული საკითხების რეგულირება და წესრიგში მოყვანა მუდმივი წონასწორობის შენარჩუნებას მოითხოვს. იურისტები, რომლებსაც ხშირად მრავალმხრივი იურიდიული საქმის მართვა ევალებათ, აწყდებიან ისეთ პრობლემას, როგორიცაა დროში შეზღუდვა, ან კლიენტთან ხშირი კომუნიკაციის საჭიროება. ეს კი ზოგჯერ ნაკლებად კომფორტულია დამკვეთისთვის, როდესაც მას პროფესიონალების დაქირავებით, დროისა და ენერგიის დაზოგავ სურს. სწორედ აქ, თამაშის წესებს Prime Legal ცვლის, სადაც ზედმიწევნით არის შემუშავებული არა მხოლოდ კლიენტის ძვირფასი დროის დაზოგვის გეგმა, არამედ იურიდიული პროცესების მაქსიმალური ეფექტიანობით წარმართვის პრინციპები და მეთოდოლოგია.
კომპეტენტური პირებისაგან მიღებული იურიდიული მომსახურება ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამართლებრივი საკითხების სწორად რეგულირების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მცირდება დავების წარმოშობის ალბათობა და ბიზნესიც დაცულია სამართლებრივი რისკებისაგან. პრაიმ ლეგალის სერვისების ჩამონათვალის მოკლე სია შემდეგია:
- იურიდიული კონსულტაცია;
- იურიდიული აუდიტი;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საარბიტრაჟო დავების წარმართვა;
- წარმომადგენლობა.
Prime Legal-ის ისტორია
საქართველოში სამართლებრივი საკითხების რეგულირება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე ბიზნეს სექტორისთვისაც, ასოცირდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი რესურსების არასასურველ, გადაჭარბებულ ხარჯვასთან, როგორებიცაა დრო და ფული. სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, 2019 წელს შეიქმნა Prime Legal — ის მიზნად ისახავდა, ბაზარზე წარმოედგინა ისეთი პლატფორმა, რომელიც კლიენტს შესაძლებლობას მისცემდა, მისი მხრიდან მინიმალური ჩართულობითა და, შესაბამისად, მხოლოდ უმცირესი დროის დანახარჯით, სწრაფად და კვალიფიციურად დაერეგუირებინა ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი; თანაც ობიექტური ასანაზღაურებელი თანხის სანაცვლოდ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Prime Legal-ის მისია იყო, რომ საქართველოში არსებული მომხმარებლისათვის ეფექტიანი, ხარისხიანი და მათ ინტერესებზე მორგებული სერვისი შეეთავაზებინა, რაც მაღალი დონის მომსახურების მიღებით, კლიენტის კმაყოფილებასა და ცხოვრების გამარტივებას უზრუნველყოფს.
ინოვაციური სერვისი
გარდა ამისა, პრაიმ ლეგალის გამოჩენამ ახალი და ბაზარზე აქამდე უცნობი, ინოვაციური სერვისიც შესთავაზა მომხმარებელს, უფრო ზუსტად კი — იურიდიული აუდიტი. მისი მეშვეობით ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, სრულად და მაქსიმალური სიზუსტით გადაამოწმოს კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობა და, შესაბამისად, მოისმინოს კვალიფიციური სამართლებრივი დასკვნა. როგორც Prime Legal-ის წარმომადგენლები აცხადებენ:
„ჩვენ ვამოწმებთ კომპანიების სამართლებრივ მდგომარეობას, მათ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებს და სამომავლოდ დაგეგმილსა თუ მიმდინარე აქტივობებს. ამის შემდეგ ვამზადებთ დასკვნას, სადაც მითითებულია არსებული რისკები და მათი გადაჭრის გზები“, — აღნიშნავენ კომპანიაში.
რა განასხვავებს Prime legal-ს სხვა იურიდიული კომპანიებისაგან?
როგორც წესი, იურიდიული კომპანიები მომსახურების ისეთ პირობებს ადგენენ, როგორებიცაა:
- საკომუნიკაციო არხი;
- ენა;
- ფორმატი;
- და სხვა.
ხოლო, Prime Legal-ის შემთხვევაში, კლიენტი თავად ირჩევს საკომუნიკაციო არხს, ფორმატს, ენასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც საბოლოო ჯამში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდეს თავის საქმეზე და იურიდიული საკითხები მშვიდად მიანდოს პროფესიონალთა გუნდს.
ამასთანავე, სიღრმისეულმა კვლევამ პრაიმ ლეგალის გუნდს უჩვენა, რომ მომხმარებლისათვის მხოლოდ გარე რესურსების მოზიდვით მიღებული მომსახურება სულაც არ იყო საკმარისი და მათ ხშირად, საქმიანობიდან გამომდინარე, სჭირდებოდათ იურისტის ფიზიკურ სივრცეში, თავიანთ ოფისში ყოფნაც. სწორედ ამიტომ, Prime Legal-მა შექმნა ჰიბრიდული სერვისი, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს, იურიდიული კომპანიის სერვისებით ისარგებლოს როგორც დისტანციურად, ისე მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრაიმ ლეგალს არ აქვს ენობრივი შეზღუდვა და მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ ენაზეა შესაძლებელი მათი მომსახურების მიღება; თანაც დამატებითი ანაზღაურების გადახდის გარეშე. მაგალითად, ჩინეთში რეგისტრირებული და არსებული კომპანიებისათვის, Prime Legal ჩინურ ენაზე ამზადებს ხელშეკრულებებს, რაც კლიენტისთვის ძალიან კომფორტულია, ვინაიდან მას არ უწევს დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯვა თარჯიმნის მომსახურების მისაღებად.
Prime Legal-თან თანამშრომლობის უპირატესობები
- სწრაფი რეაგირება
ზოგადად, იურიდიული მომსახურების მიღება დროის ხანგრძლივ პერიოდს გულისხმობს, რადგან საკმაოდ კომპლექსურია იურისტთან კომუნიკაცია. შესაბამისად, კლიენტს საჭირო სერვისის მიღება უგვიანდება. Prime Legal-ის შემთხვევაში კი, თუ თავად სამართლებრივი საკითხის რეგულირება არ მოითხოვს და საჭიროებს დროის ხანგრძლივ პერიოდს, კლიენტის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მიღება მეორე სამუშაო დღესვეა შესაძლებელი.
- მრავალფეროვანი სერვისების ფიქსირებული ღირებულება
ფიქსირებული ჰონორარის ქვეშ კლიენტი სარგებლობს ისეთი მრავალფეროვანი სერვისებით, როგორებიცაა:
- იურიდიული და საადვოკატო მომსახურება;
- საადვოკატო მომსახურება;
- სათარჯიმნო მომსახურება;
- საკურიერო მომსახურება;
- ეიჩარ სერვისები;
- და სხვა.
ზემოთ აღნიშნული სერვისების ერთ სივრცეში მიღების საშუალება ბიზნესის მმართველებს საშუალებას აძლევს, სრულად გათავისუფლდნენ ამ მომსახურებების ძიებისა და შემდეგ მოგვარების პროცესებისაგან, რაც თავისთავად ამცირებს ფინანსურ დანახარჯსაც.
- სამართლებრივი რისკების ალბათობის შემცირება
კომპეტენტური და კვალიფიციური კადრების მიერ გაწეული კონსულტაცია თუ სერვისი არის გარანტია ბიზნესისთვის, რომ კომპანიას გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი სამართლებრივი დავა არ წარმოეშვება და ერთიანობაში, მაქსიმალურად შემცირდება სამართლებრივი რისკების არსებობის შესაძლებლობა.
[R]