24
Sep
2019

„პრაიმი“ დაზღვეულებს ახალ მისამართზე მოემსახურება

24 Sep 2019

ამიერიდან, სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ მომხმარებლებს ახალ ოფისში, კერძოდ, თბილისში, უნივერსიტეტის ქ. N24-ში მოემსახურება.

მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ მთავარი უპირატესობა მისსავე დევიზში იკვეთება – აქ თითოეული მომხმარებელი VIP სტატუსით სარგებლობს, რაც ბრენდს გიგანტური სადაზღვევო კომპანიებისგან გამოარჩევს. ადამიანებზე ორიენტირება „პრაიმის“ მიერ არჩეული უცვლელი მიმართულებაა, რისი მეშვეობითაც სადაზღვევო ბაზრისთვის საჭირო პროდუქტები მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით იქმნება, – აცხადებენ კომპანიაში.

პრაიმის“ მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია. უკანასკნელი წლების განმავლობაში, კომპანიას რამდენიმე ფილიალი შეემატა – ზუგდიდში, მარნეულში, ფოთსა და ბათუმში.

2018 წელს, კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარდგა.

„უახლოეს მომავალში, „პრაიმი“ განვითარებას კიდევ გეგმავს და სწრაფ განვითარებაზეა ორიენტირებული.

[R]

განხილვა