სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმმიმართულებამ, პრიმომ, ერთგულ მომხმარებლებს კიკეთის ფერმაში, სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ საოჯახო ღონისძიებაზე უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი არაფორმალურ გარემოში პერსონალიზებული კომუნიკაციის მიღმა, იმ უნიკალური ეკოსისტემის პრეზენტაცია იყო, რომელსაც ბრენდი თავისი სეგმენტისთვის ქმნის.
პრიმო ალდაგის ექსკლუზიური ბრენდია, რომელიც სპეციალურად ახალი ავტომობილების მფლობელების საჭიროებებზე შეიქმნა. ბრენდის ფილოსოფია სცილდება სტანდარტული ავტოდაზღვევის ჩარჩოებს – ის მომხმარებელს სთავაზობს უპრეცედენტო დამატებით სერვისებს დაზღვევაში, სპეციალურ ბენეფიტებსა და მათ ცხოვრების სტილზე (Lifestyle) მორგებულ ექსკლუზიურ გამოცდილებას. ამ მიზნის მისაღწევად პრიმო მუდმივად ავითარებს სპეციალურ პარტნიორულ შეთავაზებებსა და დახურული ფორმატის ღონისძიებებს.

კიკეთის ფერმაში გამართული საოჯახო ივენთიც ზუსტად პასუხობდა პრიმოს მომხმარებელთა ინტერესებს. სპეციალური მასტერკლასები, შემეცნებითი ვორკშოპები ბავშვებისთვის, საჯირითო მოედანი და პრემიუმნეთვორქინგის სივრცე ზრდასრულებისთვის, სტუმრებს შესაძლებლობას აძლევდა, გამხდარიყვნენ იმ განსაკუთრებული ცხოვრების სტილის ნაწილი, რასაც ბრენდი ქმნის.

„ახალი ავტომობილის შეძენა მომხმარებლისთვის გარკვეულ სტატუსთან და ცხოვრების ახალ რიტმთან ასოცირდება. პრიმოს ამოცანაა, ეს გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული და პრემიუმკლასის გახადოს. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ფინანსური გარანტიებით; ჩვენ ვქმნით სრულფასოვან გამოცდილებას ახალი ავტომობილების მფლობელებისთვის, სადაც წვდომა ექსკლუზიურ ბენეფიტებზე, პერსონალიზებულ სადაზღვევო სერვისებსა და მსგავს დახურულ ღონისძიებებზე ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია,“ – აცხადებენ ალდაგში;

პრიმო სადაზღვევო ინდუსტრიაში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. ბრენდის მიზანია, ახალი ავტომობილის მფლობელებს დაზღვევის პროცესში მაქსიმალური სიმშვიდე და უმაღლესი დონის კომფორტი შეუნარჩუნოს, ხოლო ყოველდღიურობაში – მუდმივი ზრუნვით, სპეციალური პრივილეგიებითა და გამორჩეული შეთავაზებებით გაანებივროს.

[პარტნიორის კონტენტი]













