in

პრიმო ალდაგისგან — პირველი პერსონალური მომსახურება, ამჯერად სადაზღვევო ინდუსტრიაში

“ადამიანები აღარ არიან მხოლოდ მყიდველები…”

პერსონალური მომსახურება — ალბათ, ამ ფრაზაზე დღემდე მხოლოდ ბანკები გაგახსენდებოდათ. თუმცა კონცეფციამ ამჯერად სადაზღვევო ინდუსტრიაში გადაინაცვლა და ალდაგია პირველი კომპანია, რომელმაც პერსონალური მომსახურება თავისი განსაკუთრებული მომხმარებლისთვის დანერგა.

პრიმო — ეს არის ალდაგის ახალი ბრენდი, რომლის სახელსა და კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანია Dinn-მა ქართველ პარტნიორებთან ერთად იმუშავა. პრიმოს ბრენდსა და სერვისის შინაარსზე ალდაგი წელიწადზე მეტხანს მუშაობდა.

პრიმოს სერვისის ცენტრალურ პროდუქტს ავტოდაზღვევა წარმოადგენს, თუმცა პრიმოს წევრებისთვის კომპანიას განსხვავებული შეთავაზებები სხვა პროდუქტების კუთხითაც ექნება. მარტივად რომ ვთქვათ, ალდაგის ახალი ბრენდი პრიმო ქმნის კომფორტისა და პერსონალური ურთიერთობის სივრცეს, რომელიც მთელ რიგ უპირატესობებს მოიცავს:

  • პერსონალური მენეჯერის მომსახურება, რომელიც გულისხმობს როგორც ექსკლუზიურ შეთავაზებებს, ისე და პერსონალურ მომსახურებას ზარალის დროს.
  • სერვისის სრულყოფილება, რომელიც არაერთ უპირატესობას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოში ავტორიზებულ ავტოცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში; ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი; კონსიერჟის მომსახურება; სრული ავტო ასისტანსი და ა. შ.

“ალდაგისთვის ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ვთვლით, რომ ამ სერვისის დანერგვით, სადაზღვევო მომსახურების სფერო არსებითად ახალ ეტაპზე გადადის”— აღნიშნავს ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

ინოვაციის შესაბამისად, ალდაგს შესაძლებლობა ექნება, მომხმარებელთან პერსონალური ურთიერთობა დაამყაროს, რომელიც მოიცავს სპეციალურად მათზე მორგებულ შეთავაზებებს, განსხვავებულ პირობებს დაზღვევაზე, კონსულტაციის შესაძლებლობას დაზღვევასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე და დამატებით კომფორტს მთლიანად სადაზღვევო ურთიერთობაში.

ნდრეა ბორსეტო Dinn-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი:

“ადამიანები აღარ არიან მხოლოდ მყიდველები. ჩვენ ყველანი ვეძებთ ღირებულ გამოცდილებას – რაღაც უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის თუ მომსახურების მიღებაა.

გამორჩეული კულტურითა და შეთავაზებებით პრიმო ცდილობს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ, რომელიც იმ სტანდარტულ მოლოდინებს სცილდება, რაც ამ ინდუსტრიის მიმართ აქვს საზოგადოებას. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ავტომობილზე ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.

ამასთანავე, კონცეფციის ზოგადი იდეა ისეთი სადაზღვევო სერვისის შეთავაზებაა, რომელიც მომხმარებლებს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს. შეიქმნება ემოციური კავშირი, გამარტივდება მომსახურება და ამავდროულად, გაუმჯობესდება მომხმარებლის ცხოვრებაც.

ლოგოსთან ერთად, ჩვენ შევქმენით ელეგანტური ხელწერა, რათა ხაზი გავუსვათ პერსონალურ ურთიერთობას ბრენდსა და მომხმარებელს შორის: ციფრულ სივრცეშიც კი ნდობა ეფუძნება პირად ურთიერთობებს და ამ ხელმოწერით პრიმო ხელს აწერს ურთიერთნდობის ერთგვარ “მემორანდუმს” მომხმარებელთან, რომელიც სწორედ ამ ნდობას უსვამს ხაზს.

“ალდაგი 31 წელია, რაც სადაზღვევო ბაზარზეა და ის ერთ-ერთი ლიდერია სადაზღვევო სფეროში, როგორც საცალო, ისე კორპორატიული მიმართულებით. ბაზრის განვითარების კუთხით, მუდმივად ქმნიდა ახალ პროდუქტებს, ნერგავდა ინოვაციურ მიდგომებს, შემოჰყავდა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში, რამაც სექტორის განვითარებას შეუწყო ხელი. მხოლოდ გასულ წელს ალდაგმა მომხმარებელს  90 მლნ ლარი აუნაზღაურა”— აცხადებენ ალდაგში.

#მეტი, ვიდრე რეკრუტინგი – „ქონექშენსი“ პარტნიორებს მათზე მორგებულ შერჩევის პროცესს სთავაზობს

რა ხდებოდა DataFest 2021-ზე?