სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდი, პრიმო, ახალი ვიდეორგოლით გამოჩნდა.
გამოსცადე პრემიუმ ავტოდაზღვევის კომფორტი — კამპანიის მთავარი სათქმელი სწორედ იმ უპირატესობების ხაზგასმაა, რომელსაც პრემიუმ დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს.
პრიმოს ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე. პრიმოს სერვისის ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა და გულისხმობს ავტომობილზე ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს, რაც ნიშნავს სერვისის სრულყოფილებას, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურებას, კონსიერჟის მომსახურებას, პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს ეხმარება დროის მინიმალური დანახარჯით მიიღოს პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივე.
გახდი პრიმო და გამოსცადე პრემიუმ ავტოდაზღვევის კომფორტი, გვეწვიე ვებ-გვერდზე https://primo.aldagi.ge/ ან დაგვიკავშირდი: 0322 444 999;
[R]










